არასამთავრობო ორგანიზაციები მათ წინააღმდეგ ეკლესიებში ხელმოწერების შეგროვებას ეხმაურებიან

„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ კახეთის რამდენიმე ეკლესიაში ხელმოწერების შეგროვების საკითხზე რადიო თავისუფლება ელაპარაკა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის ეკა ჭითანავას თქმით, ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად ხდებიან ქსენოფობიური, პრორუსული ჯგუფების, ხელისუფლებისა და ეკლესიის სამიზნე, რომლებიც ცდილობენ უფელბადამცველების დემონიზებას. „ეს ჯგუფები ცდილობენ ადამიანის უფლებათა დისკურსის და უფლებადამცველების დემონიზებას და მათი მესიჯები ხშრად თანხვედრაშია ერთმანეთთან. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ვებრძვით ეკლესიას, ეროვნულ ღირებულებებს, იდენტობას, კულტურას, რადგან ვიცავთ ადამიანის უფლებებს. ზოგადად ქსენოფობიური და რადიკალური ჯგუფები ეკლესიის შიგნით ამ ფორმით ახალისებენ ძალადობას, სიძულვილის ენას. ყოველთვის როდესაც ჩვენ (არასამთავრობო ორგანიზაციები) ვსაუბრობთ ადამიანის უფლებების დაცვაზე, თანასწორუფლებიანობაზე, შემწყნარებლობაზე, ხდება ამ დისკურსის დემონიზება და არასამთავრობოებისადმი უნდობლობის გაზრდა. რაც შეეხება პრორუსულ ჯგუფებს, მათ შორის, „პატრიოტთა ალიანსს“, მათი მიზანი ისედაც გაცხადებულია და დღის წესრიგში აქვთ ყოველთვის ანტიდასავლური განცხადებები, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველები, რომლებიც, მათი თქმით, არიან ამ ნარატივის გამხმოვანებლები. ამიტომ არ არის ახალი, როცა ისინი ცდილობენ უფლებადამცველების მიმართ საზოგადოებაში ნეგატიური განწყობების გაღვივებას“. კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია მიიჩნევს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, საზოგადოებაში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რეპუტაციის შელახვა ეკლესიის ინეტერსებშიც შედის. „თუ საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მხარდაჭერას უცხადებენ და არასამთავრობოების წინააღმდეგ გამოდიან, ეს პირდაპირ ეხმიანება ნინოწმინდის და სხვა პანსიონების ამბავს, იმიტომ რომ სხვადასხვა პანსიონებიდანაც დაიძრა ინფორმაცია ბავშვების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის შესახებ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს დოკუმენტები არაფერს არ ნიშნავს და კონკრეტული სასულიერო პირები ალბათ მხოლოდ თავს იმშვიდებენ ხელმოწერების შეგროვებით. ვინაიდან მათ დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგათ, ახლა ცდილობენ იგივე გააკეთონ არასამთავრობოებთან მიმართებაში. ამ ყველაფერში მე უფრო დიდი პრობლემა მგონია, რომ აგროვებენ ადამიანების პირად ინფორმაციას. ამას რაიმე იურიდიული მნიშვნელობის ძალა და შინაარსი ვერ ექნება“, - ამბობს ბაია პატარაია. ასევე ნახეთ პატრიოტთა ალიანსი ეკლესიებში ხელმოწერებს აგროვებს სახალხო დამცველისა და NGO-ების წინააღმდეგ კახეთის რამდენიმე ეკლესიაში შესული მოქალაქეები ხელს აწერენ დოკუმენტებზე, რომლის მიხედვითაც ერთ შემთხვევაში ისინი უნდობლობას ...
წყარო

Nata

ქუთაისი
  • 6 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 39 წუთის წინ

Виола

თბილისი
  • 18 წუთის წინ

Tata

თბილისი
  • 19 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 12 თვის წინ

Eva

თბილისი
  • 3 საათის წინ

Elza

თბილისი
  • 39 წუთის წინ
  • 100%

Lola

ბათუმი
  • 16 საათის წინ

Dominanti

თბილისი
  • 1 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 2 წუთის წინ
  • VIP

Salita gestumrebit

თბილისი
  • 17 საათის წინ

Mako rustavi❤

რუსთავი
  • 1 საათის წინ