ბელარუსში ვიდეო ბლოგერ, სიარჰეი ციხანოუსკის და სხვა პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესი დაიწყო

ბლარუსის ქალაქს გომელის საგამოძიებო იზოლატორში დღეს იმართება ვიდეო ბლოგერ, სიარჰეი ციხანოუსკისა და სხვა პოლიტპატიმრების: მიკალაი სტატკევიჩის, იჰარ ლოსიკის, ულაძიმირ ციხანოვიჩის, დმიტრი პოპოვისა და არტემ საკოვის სასამართლო პროცესი. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, დაწესებულება, სადაც სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება. ბელარუს ვიდეო ბლოგერს, სიარჰეი ციხანოუსკის, რომელიც წინასწარ პატიმრობაშია მაისის შემდეგ, საბოლოოდ წაუყენეს ბრალი იმაში, რისთვისაც მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება მას შემდეგ, რაც მან განაცხადა თავისი მზადყოფნის შესახებ, მონაწილეობა მიეღო აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, წინააღმდეგ. 11 მარტს ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ გამოძიებები ციხანოუსკის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მიკალაი სტატკევიჩის, და მათთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ, დასრულებულია. პოპულარული ბლოგერი ლოსიკი, რომელიც რადიო თავისუფლების კონსულტანტია, ივნისის შემდეგ იმყოფება პატიმრობაში - როგორც მისი მომხრეები ამბობენ, შეთითხნილი ბრალდებით. იჰარ ლოსიკი იმყოფება მინსკის ცენტრში მდებარე აკრესტინას საპატიმროში, რომელსაც „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ უწოდა „წამების სინონიმი“ დაცვის მხრიდან პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ გავრცელებული ცნობების გწლიანი პატიმრობა ემუქრება. დღევანდელი სამართლო პროცესის ყველა მონაწილე განსასჯელი უფლებათდამცველმა ცენტრმა „ვიასნამ“ პოლიტპატიმრებად ცნო. ...
წყარო

Irinka varketili

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marita transi

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 3 საათის წინ
  • 100%

Anukela

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 20 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 12 დღის წინ

Nicolasi

თბილისი
  • 2 თვის წინ

ლილიანა

თბილისი
  • 25 დღის წინ

Mariko

თბილისი
  • 7 თვის წინ

Alev

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Lenachka

ქუთაისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • 1 დღის წინ