საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეხვედრებს იწყებენ

დღეს ბრიუსელში გაიმართება საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელთან. მინისტრები დავით ზალკალიანი, დმიტრო კულება და აურელიუ ჩოკოი საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ ცოტა ხნის წინ შექმნილი „ასოცირებული ტრიოს“ ფორმატით, ბრიუსელში პირველი ერთობლივი ვიზიტით იმყოფებიან. ჟოზეპ ბორელთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ევროკომისრებს და ევროპარლამენტის დეპუტატებსაც. ასევე ნახეთ "ასოცირებული ტრიო" აერთიანებს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირს გააცნობენ „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების და მისი სამომავლო საქმიანობის მიზნებს. შეხვედრებზე საუბარი იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ დეკემბრის სამიტისთვის მზადებაზე. „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ იმ ახალი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რომლიც მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების რეგიონში, ევროკავშირმა ახლებურად გაიაზროს ამ გაერთიანების მნიშვნელობა. ასოცირებულ წევრ ქვეყნებთან, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში აშკარაა, რომ განსხვავებული მიდგომაა შესამუშავებელი, რადგან ჩვენ უფრო მეტად ვამჟღვანებთ სურვილს და შედეგებიც უფრო თვალშისაცემი და ხელშესახები გვაქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით“, - განაცხადა 23 ივნისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ძალისხმევის გასაერთიანებლად „ასოცირებული ტრიო“ 2021 წლის მაისში დააფუძნეს. ...
წყარო

Anastasia

თბილისი
  • 3 თვის წინ

Maka88

თბილისი
  • 9 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 34 წუთის წინ

Sema

თბილისი
  • 14 დღის წინ

Nucaa

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 3 დღის წინ

Salome

თბილისი
  • 12 წუთის წინ

Tata

თბილისი
  • 1 დღის წინ

Natali

თბილისი
  • 59 წუთის წინ

ნიაკო

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 9 საათის წინ

Nina transi

თბილისი
  • 3 თვის წინ