საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში საერთო ინტერესებსა და საფრხეებზე ისაუბრეს

ბრიუსელში გამართულ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენემა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვექნებთან ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამ ქვეყნებისადმი მხარდაჭერას განიხილავს პრიორიტეტად. „ევროკავშირი უნდა ამაყობდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირთან დაახლოება სურთ, მეტიც მასში გაწევრიანებაც უნდათ. ხშირად, ჩვენ ევროკავშირში, მოცემულობად აღვიქვამთ იმას, რისი შექმნაც შევძელით – კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და ყველასთვის შესაძლებლობის არეალი. ჩვენი კავშირი არ არის იდეალური, თუმცა მისი წევრობა მრავალი ქვეყნისთვის სტრატეგიული მიზანს წარმოადგენს, რაც ჩვენთვის დიდი კომპლიმენტია, როგორც ფრანგები იტყოდნენ. წარმოშობით ესპანელი ვარ და შემიძლია, ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამდე, ძალიან გვინდოდა გავმხდარიყავით მისი ნაწილი, რადგან გვესმოდა, რომ ეს იყო უკეთესი და უფრო უსაფრთხო მომავლისკენ გზა. მე მივესალმები უფრო მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის, ასევე მათ სწრაფვას ევროკავშირთან უფრო ძლიერი თანამშრომლობისკენ“, – განაცხადა ჟოზეპ ბორელმა. მისი სიტყვებით, ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობს ასოცირების შეთახმების ფარგლებში, როგორიცაა მაგალითად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია თანამშრომლობის გაღრმავება სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისით, უსაფრთხოების სფეროში, დეზინფორმაციის, კიბერ და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ. „ევროკავშირთან დაახლოება ყველა მხარის მუშაობას მოითხოვს. იცით, რომ თითოეულ თქვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი სფეროებია, რომლებიც დეტალურ და სიღრმისეულ გაუმჯოსებებას საჭიროებს. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ დავაახლოვოთ კანონმდებლობა, გავაღრმაოთ თანამშრომლობა და განვავითაროთ ერთობლივი მუშაობა, თუ ეს რეფორმები სრულად განხორციელდება და ამოქმედდება. ევროკავშირი პატივისცემით დგას თითოეული თქვენგანის გვერდით ამ ძალისხმევაში და მხარს გიჭერთ პოლიტიკურად და ფინანსურად“, – აღნიშნა ჟოზეპ ბორელმა. საქართველოს საგარეო საქმეთა საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სამი ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის თანამშრომლობის ახალი „ასოცირებული ტრიოს“ფორმატის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ საერთო რეგიონულ საფრთხეზე, რომელიც თანაბრად აწუხებს რეგიონის ამ ქვეყნებს. ესაა რუსეთი და რეგიონში არსებული გადაუწყვეტელი კონფლიქტები. „რუსეთთან გადაუწყვეტელი კონფლიქტები რჩება უდიდეს გამოწვევად მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. რუსეთის მცდელობა, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების, ანექსია და უკანონო ოკუპაცია ისევე როგორც უკრ...
წყარო

Qeti

თბილისი
  • 2 დღის წინ

Teko

რუსთავი
  • 1 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 10 საათის წინ

Lika varketili

თბილისი
  • 7 საათის წინ

Eka

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 3 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 12 თვის წინ

Marta

თბილისი
  • 1 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lara

თბილისი
  • 17 საათის წინ

Milana

ბათუმი
  • 3 თვის წინ