სასამართლომ მარია ალიოხინას 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვის სასამართლომ 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა პანკ-როკ ჯგუფ Pussy Riot-ის მონაწილე მარია ალიოხინას, რომელიც პოლიციამ დაურეგისტრირებელი პარტიის, „ე.ვ. ლიმონოის სხვა რუსეთის“ მოსკოვის განყოფილების უფროს, ოლგა შალინთან ერთად 22 ივნისს დააკავა. ისევე, როგორც ამ ჯგუფის ადრე დაკავებული სხვა წევრები, მარია ალიოხინაც სასამართლომ პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისთვის დამნაშავედ მიიჩნია. გარა ამისა მარია ალიოხინა ე.წ. სანიტარულ საქმეზე იანვრიდან შიდა პატიმრობაში იმყოფება. მანამდე პოლიციამ დააკავა Pussy Riot-ის ორი სხვა წარმომადგენელი ალექსანდრა სოფეევა და ანა კუზმინიხი, ასევე მოსკოვის მუნიციპალიტეტის დეპუტატი ლიუსია შტეინი. ამ უკანასკნელს ბრალად დასდეს პოლიციის თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობა რაც შეეხება Pussy Riot-ის კიდევ ერთ წევრს, ვერონიკა ნიკულშინას, იგი 21 ივნისს 15 დღით დააკავეს პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ნიკულშინაზე ოქმი შეადგინეს აქტივისტის უარის გამო, პოლიციის განყოფილებაში მისულიყო ახსნა-განმარტების მისაცემად. რაპორტის მიხედვით, პოლიციელებს სურდათ ეკითხათ მისთვის, აპირებდა თუ არა სანქტ-პეტერბურგში ევრო-2020-ის ღონისძიების ჩაშლას. ნიკულშინა იყო Pussy Riot-ის იმ მონაწილეთა შორის, რომლებიც 2018 წელს რუსეთში პოლიტიკური რეპრესიების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში საფეხბურთო მოედანზე გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დროს. მაშინ ის სამ ადამიანთან ერთად დააკავეს 15 დღით და დააჯარიმეს. ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 3 წუთის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 16 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 4 წუთის წინ

Elene

თბილისი
  • 27 წუთის წინ

Liza varketili

თბილისი
  • 1 დღის წინ

Teona

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 20 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 15 დღის წინ

Dominanti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 6 საათის წინ

Sofi varketili

თბილისი
  • 2 თვის წინ

ანა

ბათუმი
  • 15 დღის წინ