ხაზარაძე "ქართულ ოცნებას": ან კლანის გავლენის ქვეშ ხართ, ან რუსული ინტერესი ტარდება

პარლამენტის ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ჰგონია, რომ ხალხი ყრუ და ბრმაა და თურმე, უკვე მიღებული აქვს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ახალი კანონი, რასაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, "თავისუფალი ტრიბუნის" ფორმატით გამოსვლისას ხაზარაძემ ისიც თქვა, რომ არასწორად გაიგეს მისი ინიციატივა, რომ თუ „ქართული ოცნება“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს: „ვიღაცამ ისე გაიგო, რომ დღეს ვაპირებდით პარლამენტიდან გასვლას. არა, ბატონებო, თქვენ მარტო არ დაგტოვებთ, არ დაგტოვებთ იმ ხალხს, ვისაც ჩაფიქრებული აქვს, რომ ამ დოკუმენტს[მიშელის დოკუმენტი] გაუკეთოს ობსტრუქცია... გავაკეთებთ ყველაფერს, კანონის ფარგლებში ბუნებრივია, რომ გავაკეთოთ სრული ლუსტრაცია იმისა, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე“. ასევე ნახეთ ხაზარაძის ინიციატივაა, მოსამართლეთა დანიშვნის შემთხვევაში ოპოზიციამ პარლამენტი დატოვოს მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებაში“, რომელმაც კლანური სასამართლო „ნაციონალური მოძრაობისგან“ გადაიბარა, გარკვეული ჯგუფი ანგარიშვალდებულია „კლანისადმი“, რომელიც მართავს ამ პოლიტიკურ ჯგუფს, ან „მიშელის დოკუმენტს“ ობსტრუქციას უკეთებს რუსეთის ინტერესთა გატარების გამო: „როგორ დავიჯერო, რომ ორი თვე არ გაქვთ იმისთვის რომ ახალი კანონი მივიღოთ?!“ ხაზარაძის შეფასებით, „ქართული ოცნება" წვავს მთავარ ხიდს, რომელმაც საქართველო უნდა დააკავშიროს ევროატლანტიკურ სივრცესთან, ხოლო სასამართლო სისტემაში არეულობა, რომელიც საბოლოო ჯამში, იწვევს არეულობას და ქაოსს ქვეყანაში, აწყობს სწორედ რუსეთს: „ან კლანის გავლენის ქვეშა ხართ, ან რუსული ინტერესი ტარდება ამ ქვეყანაში. თუ რამე მესამე ვარიანტია, ძალიან გთხოვთ, რომ მითხრათ. სხვა შემთხვევაში მე ვერ გავიგებ, ეს დაჩქარებული მოსამართლეების დანიშვნა რას ნიშნავს... აუცილებლად, როგორც ბოლო, ყველაზე უკიდურესი ფორმა ჩვენი პროტესტისა იქნება, რომ პასუხისმგებლობას აიღებთ თქვენ ამ ჩავარდნილ დოკუმენტზე - მანამდე გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს არ გაგაკეთებინოთ - და საქართველო საბოლოოდ, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებში დაკარგავს ნდობას და გავუშვებთ შანსს, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და დავაყენოთ ახალ ლიანდაგებზე". ასევე ნახეთ "ქართული ოცნება" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას არ წყვეტს "ქართულ ოცნებაში" 23 ივნისს განაცხადეს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას, რადგან "შარლ მიშელის&...
წყარო

Megi

თბილისი
  • 16 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 7 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 4 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 18 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 9 საათის წინ

Your mistress in a fantasy world

თბილისი
  • 14 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 წუთის წინ

Likuna

თბილისი
  • 9 საათის წინ

Lile

ქუთაისი
  • 5 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 15 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 1 თვის წინ