ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვის და როგორ შეეძლება "ასტრაზენეკათი" აცრა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ დროისთვის ქვეყანაში შეჩერებულია "ასტრაზენეკათი" აცრა მათთვის, ვისაც ამ ვაქცინის პირველი დოზით აცრა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა აცრა შეეძლებათ იმ პირებს, ვისაც პირველი დოზა გაკეთებული აქვთ და პირველი აცრის გაკეთებიდან გასულია 10-დან 12 კვირამდე დრო. მეორე დოზაზე რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. 30 ივნისის შემდეგ "ასტრაზენეკას" ქვეყანაში დარჩენილი მარაგები მობილიზებული იქნება თბილისში მხოლოდ 3 კლინიკაში [რესპუბლიკური, ინფექციური და იაშვილი], მანამდე კი სხვა კლინიკებშიც არის რეგისტრაცია მეორე დოზაზე შესაძლებელი. "სამწუხაროდ ასტრაზენეკაზე ვერ ვცრით პირველი დოზით მოქალაქეებს და სანამ შემოვა, ვცრით და ავცრით მათ, ვისაც პირველი აცრიდან უსრულდება 10-დან 12 კვირამდე. დღეს გაიხსნა უკვე ჯავშნის ფანჯარა, რომ მათ, ვინც არ იყვნენ დარეგისტრირებულები ასტრაზენეკას მეორე აცრაზე, დაჯავშნონ აცრა. ასტრაზენეკას ვაქცინით ყველა აცრილს, ვისაც უსრულდებათ 10-12 კვირა, შეეძლებათ რეგისტრაცია შერჩეულ კლინიკებში. თბილისში რეგისტრაცია და აცრები განხორციელდება 30 რიცხვიდან ასტრაზენეკაზე 3 შერჩეულ კლინიკაში: რესპუბლიკურში, ინფექციურსა და იაშვილის კლინიკებში" - თქვა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიგინგზე. ამირან გამყრელიძემ განმარტა ასევე რომ მათ, ვისაც "ასტრაზენეკას" პირველი დოზა გაკეთებული არ აქვს, ქვეყანა სთავაზობს აცრას სინოვაკით ან სინოფარმით, მათ კი, ვისაც "ასტრაზენეკას" პირველი დოზა გაკეებული აქვთ, სხვა ვაქცინით აცრას არ სთავაზობენ და მათთვის უზრუნველყოფილი იქნება მეორე დოზებით აცრისთვის საჭირო რაოდენობა. "ამ ეტაპზე ჩვენ ვაქცინებით ჩანაცვლებას არ ვაკეთებთ" - ამბობს ამირან გამყრელიძე. три ასევე ნახეთ ვაქცინის გარეშე დარჩენილები - ვის აერია ანგარიში? ...
წყარო

Anka

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 19 საათის წინ

Dominanti

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sabrina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 7 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 14 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 3 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tata ტატა

თბილისი
  • 3 დღის წინ
  • VIP

Bubu

თბილისი
  • 21 საათის წინ

K e k e

ქუთაისი
  • 3 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 7 საათის წინ