ენტონი ბლინკენმა გერმანიის ხელისუფლებას „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან დაკავშირებული რისკები შეახსენა

გერმანიაში სამუაშა ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, გერმანიის კანცლერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კვლავ გაიმეორა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან დაკავშირებული გაფრთხილება. „გაზსადენი საბოლოო ჯამში რუსული გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც ემუქრება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და პოტენციურად ძირს უთხრის უკრაინისა და რეგიონის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. გერმანიაში სამუაშა ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, გერმანიის კანცლერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კვლავ გაიმეორა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკად 2“-თან დაკავშირებული გაფრთხილება. „გაზსადენი საბოლოო ჯამში რუსული გეოპოლიტიკური პროექტია, რომელიც ემუქრება ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და პოტენციურად ძირს უთხრის უკრაინისა და რეგიონის სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაიკო მაასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანახმად, გერმანულ მხარესთან მიღწეულია შეთანხმება აუცილებელ კონკრეტულ ზომებზე, რომელიც უფლებას არ მისცემს „რუსეთსენერგეტიკა უკრაინასა თუ ევრoპის სხვა რომელიმე ქვეყანაზე ზეწოლის ისნტრუმენტად“ გამოიყენოს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე და შედეგზე ორიენტირებულ მიდგომაზე მსჯელობა იქნება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვაშინგტონში დაგეგმილი ოფიზილური ვიზიტის დროს. გერმანია ამ საკითხში უკრაინასთანაც „მჭიდროდ თანამშრომლობს“, - დასძინა ჰაიკო მაასმა. თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 15 ივლისს უმასპინძლებს გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, ვიზიტის ფარგლებში, რომელიც დაადასტურებს მათი ქვეყნების "ღრმა, ორმხრივ კავშირს". ...
წყარო

Нора

თელავი
  • 1 დღის წინ

Карамелька

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 1 დღის წინ

L i z u k a!!!

თბილისი
  • 1 დღის წინ

Marta

თბილისი
  • 2 თვის წინ

Maka varketili

თბილისი
  • 14 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anita

ბორჯომი
  • 4 წუთის წინ

Tatiana

თბილისი
  • 2 თვის წინ

B a b i

თბილისი
  • 1 დღის წინ

Irinkaa

თბილისი
  • 24 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 7 თვის წინ