“ღირსების მარშის” მოწინააღმდგეები რუსთაველის გამზირის გაკონტროლებას აპირებენ

5 ივლისის "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგე ჯგუფების წევრები, რუსთაველის გამზრის გაკონტროლებას აპირებენ. დღეს გამართულ ბრიფინზე "ალტინფოს" წარმომადგენელმა ზურა მახარაძემ განაცხადა, რომ დილიდან „აიღებენ რუსთაველს“ და "ღირსების მარშს" ჩაშლიან. „ვაცხადებთ მობილიზებას, ყველა ჩვენგანი გაკეთებს ყველაფერს, რათა ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა მოვიდეს და მაგ ლოკაციიდან ვაპირებთ, რომ მთელი რუსთაველი ავიღოთ, გავაკონტროლოთ, არანაირი გარყვნილების პროპაგანდა არ ჩატარდება. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს და ვუგზავნით ძალიან მკაფიო მესიჯს საქართველოს ხელისუფლებას“,- განაცხადა ზურა მახარაძემ. „ღირსების მარშის“ ჩასაშლელად მობილიზებას აცხადებენ - "ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია მამულიშვილები", "ჩოხოსანთა საზოგადოება", მოძრაობა "ეროვნული მასმედიისთვის" პედაგოგთა ასოციაცია „განათლება და ზნეობა “ ბიზნესასოციაცია "სოლიდარობა" საზოგადოება "დავითიანი", "ალტინფო", საზოგადოებრივი მოძრაობა "ერი", "ქართული იდეა" , "ქართული მისია" და სხვები. „თბილისი პრაიდი“ არ აპირებს გეგმების შეცვლას და ლგბტქ ღირსების მარშის გაუქმებას, სიძულვილის ჯგუფების მუქარის მიუხედავად. ქვიარ აქტივისტი ანა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს მუქარა, რომელიც მიმართულია ლგბტქ აქტივისტების შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისკენ. „ჩვენ ვხედავთ ძალადობისკენ მოწოდებებს, იმგვარ განცხადებებს, რომლებიც ცალსახად წაახალისებენ ძალადობას და ამაზე ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ჩვენ ველით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები გააკეთებენ განცხადებას, სადაც იტყვიან, რომ ისინი არ დაუშვებენ ძალადობას და უზრუნველყოფენ ღირსების მარშის მშვიდობიანი დემონსტრანტების უსაფრთხოების დაცვას“, - ამბობს სუბელიანი და განაგრძობს: „ძალიან მნიშვნელოვანია პრევენცია, რომ 5 ივლისამდე არ მივიდეთ ამ მოცემულობით“. ასევე ნახეთ „ღირსების მარში 2021“ - დაიცავს პოლიცია ლგბტქ აქტივისტებს მოძალადეებისგან?  გასულ კვირაში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, „პრაიდ კვირეულის“ უსაფრთხოების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვას, რა გააკეთა ლგბტქი თემისა და მისი მხარდამჭერი ჯგუფების კონსტიტუციური უფლებების დასაცავად. „პრაიდ კვირე...
წყარო
  • VIP

Bubu

თბილისი
  • 21 საათის წინ

Vikaa

ბათუმი
  • 1 თვის წინ

Nini❤

თბილისი
  • 3 საათის წინ

Ana

თბილისი
  • 2 საათის წინ

Miranda

თბილისი
  • 8 საათის წინ

Sali

თბილისი
  • 12 დღის წინ

Annaa

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lika-vip

თბილისი
  • 13 საათის წინ

Natali❤️

თბილისი
  • 1 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 14 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 16 საათის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 13 დღის წინ