სიძულვილის ჯგუფების მუქარის მიუხედავად, „თბილისი პრაიდი“ არ აპირებს მარშის გაუქმებას

„თბილისი პრაიდი“ არ აპირებს გეგმების შეცვლას და ლგბტქ ღირსების მარშის გაუქმებას, სიძულვილის ჯგუფების მუქარის მიუხედავად. „სახელმწიფომ იცის დიდი ხანია, რომ ვაპირებთ ღირსების მარშის ჩატარებას და ისინი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ჩვენი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და ჩვენი უსაფრთხოების დაცვა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას აქტივისტი ანა სუბელიანი. „ღირსების მარშის“ ჩასაშლელად მობილიზებას აცხადებენ ანტი-ლგბტქ აქტივისტები და ორანიზაციები, როგორიცაა - „ალტ-ინფო“, „მამულიშვილები“, „ჩოხოსანთა საზოგადოება“, „დავითიანი“, „ერი“, „ქართული იდეა“ და სხვები. „ვაპირებთ, რომ მთელი რუსთაველი ავიღოთ, გავაკონტროლოთ“, - აცახდებენ ისინი. ანა სუბელიანი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა აღკვეთოს მუქარა, რომელიც მიმართულია ლგბტქ აქტივისტების შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისკენ. „ჩვენ ვხედავთ ძალადობისკენ მოწოდებებს, იმგვარ განცხადებებს, რომლებიც ცალსახად წაახალისებენ ძალადობას და ამაზე ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ჩვენ ველით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები გააკეთებენ განცხადებას, სადაც იტყვიან, რომ ისინი არ დაუშვებენ ძალადობას და უზრუნველყოფენ ღირსების მარშის მშვიდობიანი დემონსტრანტების უსაფრთხოების დაცვას“, - ამბობს სუბელიანი და განაგრძობს: „ძალიან მნიშვნელოვანია პრევენცია, რომ 5 ივლისამდე არ მივიდეთ ამ მოცემულობით“. „თბილისი პრაიდში“ ამბობენ, რომ ჯერჯერობით არ მიუღია გარანტია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რომ პოლიცია დაიცავს აქტივისტებს მოძალადეებისგან. ამასთან, გასულ კვირაში, შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, პარლამენტში „პრაიდ კვირეულის“ უსაფრთხოების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს. „პრაიდ კვირეული“ თბილისში 1 ივლისს გაიხსნება - მოეწყობა დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ქვიარ მუსიკალური ფესტივალი. კვირეული 5 ივლისს, ღირსების მარშით დასრულდება - ლგბტქ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და მსვლელობას მოაწყობენ. ასევე ნახეთ „ღირსების მარში 2021“ - დაიცავს პოლიცია ლგბტქ აქტივისტებს მოძალადეებისგან?  ...
წყარო

Tata

ბათუმი
  • 1 დღის წინ

Natia

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nukka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 12 წუთის წინ
  • 100%

Stella❤️

თბილისი
  • 1 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 16 თვის წინ

Lana

თბილისი
  • 10 საათის წინ

Marika

თბილისი
  • 17 საათის წინ

Nino

თბილისი
  • 1 საათის წინ

Maka

თბილისი
  • 19 საათის წინ

Bela

ქუთაისი
  • 16 საათის წინ

M i a k o

თბილისი
  • 19 საათის წინ