დავით ბაქრაძე „ედისონ რისერჩის" გამოკვლევაში ვერ მოხვდა

ტელეკომპანია „ფორმულის“ დაკვეთით კომპანია „ედისონ რისერჩის" მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის იმ ნაწილში, რომელიც პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულებას ეხება, ყველაზე დიდი დადებითი მაჩვენებელი აქვს, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას. გამოკვლევაში ვერ მოხვდა საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი და პარტია „ევროპული საქართველოს" ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. დეპუტატი სხვადასხვა კვლევებში პოლიტიკოსების მიმართ დადებითი მაჩვენებლით მოწინავე პოზიციებზე იყო. „ედისონ რისერჩის" გამოკვლევის შედეგებს დავით ბაქრაძე „ფეისბუკზე" გამოეხმაურა. „ეს ის კომპანიაა, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიზუსტით, კეთილსინდისიერებით და რომლის შედეგებსაც ყოველთვის დიდი ინტერესით ელის საზოგადოება. სამწუხაროდ, პოლიტიკოსების პიროვნული რეიტინგების კვლევის ნაწილში რატომღაც არ აღმოვჩნდი ჩართული და შესაბამისად, არც კვლევის საბოლოო შედეგში ვარ მოხსენებული. მინდა დავამშვიდო ყველა, ვინც ბოლო ერთი საათის განმავლობაში მიკავშირდება და აინტერესებს, სად გაქრა ჩემი რეიტინგი - არსადაც არ გამქრალა მეგობრებო, უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, საერთოდ არ გამზომეს", - აღნიშნავს დავით ბაქრაძე და იუმორით ამატებს, - „არ იღელვოთ, აგული ერისთავის არ იყოს, ცოცხალი ვარ და გამოფენებშიც ვიღებ მონაწილეობას". три რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, შედეგები ასეთია: დამოკიდებულება პოლიტიკოსების მიმართ გიორგი გახარია - 57% - დადებითი, 43% - უარყოფითი; კახა კალაძე - 50% - დადებითი, 50% - უარყოფითი; ნიკა მელია - 47% დადებითი, 53% - უარყოფითი; გიორგი ვაშაძე - 43% დადებითი, 57% - უარყოფითი; ბიძინა ივანიშვილი - 38% - დადებითი, 62% - უარყოფითი; ირაკლი ღარიბაშვილი - 38% - დადებითი, 62% - უარყოფითი; ანა დოლიძე - 38% - დადებითი, 62% - უარყოფითი; მიხეილ სააკაშვილი - 36% - დადებითი, 64% - უარყოფითი; ელენე ხოშტარია - 34% - დადებითი, 66% - უარყოფითი; შალვა ნათელაშვილი - 34% - დადებითი, 66% - უარყოფითი; ხატია დეკანოიძე - 33% - დადებითი, 67% - უარყოფითი; არჩილ თალაკვაძე - 33% - დადებითი, 67% - უარყოფითი; ანა ნაცვლიშვილი - 33% - დადებითი, 67% - უარყოფითი; ალეკო ელისაშვილი - 33% - დადებითი, 67% - უარყოფითი; სალომე ზურაბიშვილი - 30% - დადებითი, 70% - უარყოფითი; ირაკლი კობახიძე - 29% - დადებითი, 71% - უარყოფითი; მამუკა ხაზარაძე 28 - დადებითი, 72% - უარყოფითი; სალომე სამადაშვილი - 27% - დადებითი, 73% - უარყოფითი; ბადრი ჯაფარიძე - 26% - დადებითი, 74% - უარყოფითი; ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - 26% - დადებითი, 74% - უარყოფითი; ნინო ბურჯანაძე - 24% - დადებითი, 76% - უარყოფითი; ირმა ინაშვილი - 24% - დადებითი, 76% - უარყოფითი; კახა კუჭავა - 22% - დადებითი, 78% - უარყოფითი; საბა ბუაძე -...
წყარო

Anka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 9 საათის წინ

Viktorya

თბილისი
  • 3 თვის წინ

Ana

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 5 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 1 თვის წინ

Natalia

ქუთაისი
  • 3 საათის წინ

Dominanti

თბილისი
  • 1 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 3 თვის წინ

Semiha

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 2 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 22 დღის წინ