აქამდე “ნაცმოძრაობას“ მოვუწოდებდი შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა, დღეს მოგიწოდებთ, არ მოაწეროთ ხელი, არ აშალოთ კარვები, დარჩით ზუსტად ისეთები, როგორებიც ხართ

აქამდე “ნაციონალურ მოძრაობას“ ყოველთვის მოვუწოდებდი 19 აპრილის შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა და შეთანხმების ნაწილი გამხდარიყო – დღეს მოგიწოდებთ, არ მოაწეროთ ხელი შეთანხმებას, არ აშალოთ კარვები პარლამენტის წინ – დარჩით ზუსტად ისეთები, როგორებიც ხართ, რადგან თქვენ აჩვენებთ საზოგადოებას, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა. როგორც პაპუაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, საპარლამენტი ოპოზიცია, გარდა “ნაციონალური მოძრაობისა“, აპირებს “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს მხარი დაუჭიროს, რაც მნიშვნელოვანი და კარგია. “მეორე მხარეს ხართ თქვენ – “ნაციონალური მოძრაობა“. ხართ პოლარიზაციის, გაყოფის, შუღლის, ღვარძლის მხარეს. ჩვენ, “ქართული ოცნება“ და დანარჩენი ოპოზიცია ვართ დეპოლარიზაციის, გაერთიანების და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მხარეს. სწორედ ეს დაფიქსირდება დღეს ტაბლოზე, ის რაც აქამდე პოლიტიკურად იყო დაფიქსირებული. დღეს თქვენ დარჩებით მარტო და ეს არის კარგი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე....
წყარო

Teko

რუსთავი
  • 1 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 8 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 თვის წინ

Viktorya

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Alev

ბათუმი
  • 16 დღის წინ

Нора

თელავი
  • 1 დღის წინ

დეა

თბილისი
  • 5 თვის წინ
  • VIP

❤ruska❤

თბილისი
  • 6 საათის წინ

Marii

თბილისი
  • 6 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 19 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 10 საათის წინ
  • VIP

ნინი

თბილისი
  • 8 საათის წინ