ისრაელში ისევ სავალდებულო ხდება დახურულ სივრცეში ნიღბის გამოყენება

ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი კვირიდან ისევ სავალდებულო იქნება შენობებში დამცავი ნიღბით ყოფნა. 15 ივნისს გაუქმებული ვალდებულების აღდგენა იმას უკავშირდება, რომ ბოლო 4 დღეა ისრაელში 100-ს აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი. ხუთშაბათს კორონავირუსი დაუდასტურდა 183 ადამიანს, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გამოცემა Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ქალაქ აშკელონის კანალიზაციის სისტემაში აღმოჩენილია კორონავირუსის „დელტა“ შტამის კვალი. ჯანდაცვის სამინისტრომ აშკელონის მცხოვრებთ განსაკუთრებული ყურადღებისა და მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაშიც კი, ტესტირებისკენ მოუწოდა. ისრაელში აქტიურად გრძელდება ვაქცინაციის პროცესი, რომელშიც 12-15 წლის ასაკის მოზარდებიც ჩართეს. ისრაელის მოქალაქეებს ცრიან „ფაიზერის“ ვაქცინით, რომელიც მწარმოებლის თანახმად, საკმაოდ ეფექტურია უფრო სწრაფი გავრცელებით გამორჩეული „დელტა“ შტამის წინააღმდეგაც. ისრაელში უკვე აცრილია მოქალაქეთა 59%. ამ კვირაში პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ქვეყნის მარაგში არსებულ ვაქცინებს გამოყენების ვადა ივლისის ბოლოს ეწურება და მთავრობა ახალი დოზების მისაღებად მუშაობს. პანდემიის განმავლობაში ისრაელში კორონავირუსული ინფექციით დაავადდა 840 ათასზე მეტი ადამიანი და 6400-ზე მეტი გარდაიცვალა. ქვეყნის მოსახლეობა 9 მილიონს აჭარბებს. ...
წყარო

Teona

ქუთაისი
  • 17 საათის წინ

Nica

თბილისი
  • 1 თვის წინ

Eleniko

თბილისი
  • 2 თვის წინ

Mariami

თბილისი
  • 6 თვის წინ
  • VIP

Sopo

თბილისი
  • 3 საათის წინ

Sabrina

თბილისი
  • 4 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 8 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 2 თვის წინ

Niniko

თბილისი
  • 4 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 3 თვის წინ