პოლონეთში გაუჩინარებული დიტო ხელხელაურის ოჯახმა ვარშავაში ადვოკატი დაიქირავა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, სავარაუდოდ, 11 ივნისს გაუჩინარებულ დიტო ხელხელაურს ადგილობრივი პოლიცია და სამაშველო სამსახური ამ დრომდე ეძებენ. იმის გამო, რომ ოჯახის წევრები პოლონეთში არ იმყოფებიან, მათ საგამოძიებო მასალებზე წვდომა არ აქვთ. არ გასცნობიან ვიდეოკამერების ჩანაწერებს, დიტოს თანამშრომლების, ნაცნობებისა და მეზობლების ჩვენებებს. დიტო ხელხელაურის დედამ ია ოჩიაურმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ 24 ივნისს პოლონეთში ადვოკატი აიყვანეს, რომელსაც საგამოძიებო მასალებზე წვდომა ექნება. მოელიან, რომ ამის შემდეგ უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ იმის შესახებ, სად იმყოფებოდა დიტო გაუჩინარებამდე, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა და ა.შ. „ვარშავაში ადვოკატი რომ დაგვექირავებინა, საქართველოში 1200 ევრო შეგვიგროვეს. ეს თანხა პირველ ეტაპზე საკმარისია იმისთვის, რომ ადვოკატმა მუშაობა დაიწყოს. ერთადერთი, რაც გამოძიებისგან ვიცით, ისაა, რომ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს იმ ტბასთან, სადაც სავარაუდოდ დიტოს პირადი ნივთები იპოვეს. ჩვენ მხოლოდ ზეპირი ინფორმაციით ვიცით, რომ ხიდთან დიტოს ჩანთა და პლასტიკური ბარათი ნახეს, თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა თუ არა, რომ ეს ნივთები ნამდვილად დიტოსი იყო, ეს უკვე არ ვიცით“, - ამბობს ია ოჩიაური. დიტოს დედა რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ მის შვილს პოლონეთში ყოფნის 4 წლის განმავლობაში არანაირი კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია, შესაბამისად, არ აქვს ვერსია, რა შეიძლება მომხდარიყო. „დიტო კერძო კომპანიაში შიდა, მოსაპირკეთებელ სამშენებლო სამუშაოებზე მუშაობდა. დიდი გეგმები ჰქონდა. ფლობდა უცხო ენებს და სწავლის გაგრძელებასაც აპირებდა. ახლა გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თვითმკვლელობის შემთხვევებზე დიტოს ყოველთვის ისეთი რეაქცია ჰქონდა ხოლმე, რომ არ მგონია მას თავი მოეკლა. მას არც სამსახურში ჰქონდა ვინმესთან გართულებული ურთიერთობა და არც მეგობრებთან. იმდენად კანონმორჩილია, რომ არც აქ და არც იქ, ელემენტარულად, პოლიციასაც კი არ გაუჩერებია ქუჩაში“. დიტო ხელხელაურის დედა ამბობს, რომ ბოლოს შვილს 10 ივნისს დაურეკა, თუმცა მან არ უპასუხა და მისგან მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო, რომ არ ეცალა და მოგვიანებით დაუკავშირდებოდა. „როგორც მეუბნებიან, პარასკევს საღამოს მეგობართან და მეგობრის ცოლთან ერთად ბარში იყო წასული, საიდანაც სახლში ღამის 2-3 საათზე დაბრუნდა. გვეუბნებიან, რომ თითქოს სწორედ ამ დროს იკარგება მისი კვალი, მაგრამ მეორე დღეს მეგობარს დაუნახია სახლიდან გამოსული და მას ჩანთა ეკიდაო“, - ამბობს ია ოჩიაური. 26 წლის დიტო ხელხელაური წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის. ის ბოლო 4 წელია, რაც სამუშაოდ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში იმყოფება. 18 ივნისს მისი ნივთები ვარშავასთან ახლოს ტბის პირ...
წყარო

Ania

თბილისი
  • 22 საათის წინ

Irinka varketili

თბილისი
  • 3 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 24 წუთის წინ

Sopo

თბილისი
  • 23 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 8 საათის წინ

Ancho varketili

თბილისი
  • 3 დღის წინ

Masaji lika

თბილისი
  • 12 წუთის წინ

Nini

თბილისი
  • 16 თვის წინ

Sofi

თბილისი
  • 15 საათის წინ

Nanka

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Teko

რუსთავი
  • 1 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 1 თვის წინ