უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ კანადის ანგარიში ირანელებს „დაუდევრობაში“ ადანაშაულებს

კანადელი ექსპერტების ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ვერ მიაკვლიეს ვერავითარ მტკიცებულებას, რომ უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა თეირანის მახლობლად წინასწარ განზრახული ქმედების შედეგად მოხდა, მაგრამ პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება. თვითმფრინავი, რომელიც PS752-ე რეისს ასრულებდა და კიევში მიფრინავდა, თეირანის აეროპორტში სტარტის შემდეგ მალევე იქნა ჩამოგდებული შარშან, 8 იანვარს. კატასტროფის შედეგად დაიღუპა ყველა, 176 ადამიანი, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ. 130-ზე მეტი პირი დაკავშირებული იყო კანადასთან, ბევრი მათგანი ირანული წარმოშობის კანადელი იყო. მათ გარდა, დაღუპულებს შორის იყვნენ ავღანეთის, ბრიტანეთის, ირანის, შვედეთისა და უკრაინის მოქალაქეები. რამდენიმედღიანი უარყოფის შემდეგ ირანმა აღიარა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ნაწილმა შემთხვევით ჩამოაგდო თვითმფრინავი, რომელსაც ორი რაკეტა ესროლა აშშ-სთან ურთიერთობის დაძაბულობის ფონზე. თეირანმა, რომელიც საერთაშორისო კრიტიკის სამიზნე გახდა მას მერე, რაც შეცდომაში შეიყვანა და წინააღმდეგობა შეუქმნა გამოძიებას, განაცხადა, რომ თვითმფრინავი მიიჩნია ამერიკულ რაკეტად. კანადის საგანგებო სასამართლო-სამედიცინო ჯგუფი, რომელიც სწავლობდა კატასტროფის გარემოებას, თავის 24 ივნისის ანგარიშში აცხადებს, რომ დანაშაული ეკისრება „ირანის სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლებას“. თუმცა, რვათვიანმა გამოძიებამ ვერ მიაკვლია მტკიცებულებას, რომ „ირანის ხელისუფლებამ გასცა ბრძანება და რომ ეს იყო წინასწარგანზრახული ქმედება“. გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ საზენიტო თავდაცვის ქვედანაყოფის ოპერატორი „სავარაუდოდ, მოქმედებდა დამოუკიდებლად, როცა რაკეტის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო“, მაგრამ იქვე დასძენენ, რომ ინციდენტი არ მოხდებოდა, რომ არა ირანელი ოფიციალური პირების მხრიდან „არაკომპეტენტურობა, დაუდევრობა და ადამიანის სიცოცხლის უგულებელყოფა“. ანგარიშში წერია, რომ ირანის საზენიტო თავდაცვა გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო, მაგრამ ხელისუფლებამ არ ჩაკეტა საჰაერო სივრცე და არ აცნობა ავიაკომპანიებს ვითარების შესახებ. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ შეზღუდული იყო სამხილებზე, კატასტროფის ადგილსა და მოწმეებზე წვდომა. ...
წყარო

Mako rustavi❤

რუსთავი
  • 2 საათის წინ

Alina

თბილისი
  • 7 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anna 21 wlis

თბილისი
  • 20 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 3 თვის წინ
  • VIP+
  • 100%

Salo

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nuro relaqs masaji

თბილისი
  • 3 საათის წინ

Ana

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Nini❤

თბილისი
  • 13 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ

L i z u k a!!!

თბილისი
  • 21 საათის წინ

Teona

ქუთაისი
  • 6 წუთის წინ