პრემიერი მასწავლებლებს 2030 წლისთვის საშუალოდ 2 200-ლარიან ხელფასს ჰპირდება

„ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2 200 ლარს გადააჭარბებს“, – თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა დიდ ყურადღებას დაუთმობს განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას. „ამის თაობაზე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. როგორც სკოლების რეაბილიტაციას, ზოგადად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას საერთაშორისო დონეზე. მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლება 2 მილიარდ 830 მილიონი ლარით, ხოლო მეცნიერება 2 მილიარდ 104 მილიონი ლარით დაფინანსდება. ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს. მომდევნო წლების განმავლობაში, ზოგადი განათლების ბიუჯეტი 2 მილიარდ 230 მილიონს გადააჭარბებს. უმაღლესი განათლების ბიუჯეტი – 270 მლნ ლარი, ხოლო მეცნიერების ბიუჯეტი – 243 მლნ ლარი გახდება. პროფესიული განათლების ბიუჯეტი 554 მლნ ლარს მიაღწევს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მას არაფერი უთქვამს პანდემიის დროს, განათლების სისტემაში შექმნილ პრობლემებსა და დისტანციური სწავლის პირობებში გაღრმავებულ უთანასწორობაზე. 2019 წელს არსებული სამთავრობო დაპირების მიხედვით, 1500 ლარი და მეტი უნდა გამხდარიყო მასწავლებლის ხელფასი 2022 წლისთვის. ...
წყარო
  • 100%

Taso transi

თბილისი
  • 8 საათის წინ

Salo rustavi

რუსთავი
  • 15 საათის წინ

Lana

თბილისი
  • 33 წუთის წინ

Marika

თბილისი
  • 12 საათის წინ

Salome

თბილისი
  • 16 საათის წინ

Natia

თბილისი
  • 12 საათის წინ

Maka

თბილისი
  • 13 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 16 თვის წინ

Ina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Teko

რუსთავი
  • 1 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 11 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 5 დღის წინ