8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს ბრალი წაუყენეს

პროკურატურამ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამა-შვილს ბრალი წაუყენა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა 3 წლის წინ სექსუალურად 9 წლის ბავშვზეც იძალადა. მათ თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით წარედგინათ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართეს. 8 წლის ბავშვის გაუპატიურების შესახებ ინფორმაცია მედიაში დღეს გავრცელდა. დღესვე ბრალდებული მამა-შვილის სახლი მარტვილის რაიონში ჯერ დაუდგენელმა პირმა დაწვა. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია ბრალდებულების სახლის დაწვის ფაქტზეც. შემთხვევისას ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც დაზარალებულის ახლობლები ასევე სოფლის მცხოვრებლები. სახლს პოლიცია 2 დღის განმავლობაში იცავდა, თუმცა დღეს ეზოში შეკრებილთაგან ერთ-ერთმა მამაკაცმა შენობაში შეღწევა და ცეცხლის გაჩენა შეძლო. ...
წყარო

ИННА

თბილისი
  • 3 საათის წინ

ლიზი

თბილისი
  • 20 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 18 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 3 თვის წინ

Laura

თბილისი
  • 2 თვის წინ
  • 100%

Stella❤️

ბათუმი
  • 11 საათის წინ

Nuro relaqs masaji

თბილისი
  • 16 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 2 საათის წინ

Liza

ქუთაისი
  • 4 დღის წინ

Eva

თბილისი
  • 15 დღის წინ
  • 100%

Taso transi

თბილისი
  • 15 დღის წინ

Kristin

თბილისი
  • 1 თვის წინ