მთავრობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას აპირებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა შეიმუშავებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას და სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაცის კონცეფციას. ამის შესახებ მან პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. „გვაქვს გეგმა, რომ შევიმუშაოთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაც. საწყის ეტაპზე შეიქმნება გალის და ახალგორის რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კონცეფცია. უზრუნველყოფილი იქნება რეგულარული თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, სპეციალურად შექმნილი ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობის პრიორიტეტია ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება. ამ კვირაში, საქართველოს მთავრობამ კომისია შექმნა დეოკუპაციის ახალი სტრატეგიის შესამუშავებლად. კომისიის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მათი ამბიცია და მიზანია, შეიქმნას საერთო-ეროვნული პროცესი და შემუშავდეს ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. ასევე ნახეთ საქართველოს მთავრობამ კომისია შექმნა დეოკუპაციის ახალი სტრატეგიის შესამუშავებლად ოკუპირებულ რეგიონებში უსარგებლო და უაზრო უწოდეს თბილისის ახალ ინიციატივას. ასევე ნახეთ ოკუპირებულ რეგიონებში უსარგებლო და უაზრო უწოდეს თბილისის ახალ ინიციატივას აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას შესაძლოა მხოლოდ „საქართველოს შიგნით ჰქონდეს ხანმოკლე პროპაგანდისტული ეფექტი“. ...
წყარო

Nina

თბილისი
  • 8 დღის წინ

Likuna

თბილისი
  • 8 საათის წინ

L i z u k a!!!

თბილისი
  • 4 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 16 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 13 თვის წინ

Liziko

თბილისი
  • 7 საათის წინ

Ani

თბილისი
  • 11 საათის წინ

Alesia

თბილისი
  • 18 საათის წინ

მარი❤ანა

თბილისი
  • 7 საათის წინ

Eka varketili

თბილისი
  • 17 საათის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • 2 საათის წინ

Qeti

თბილისი
  • 1 დღის წინ