ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანია. მან პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის დროს ამის დასტურად "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა ახსენა, თუმცა არაფერი თქვა იმ კვლევაზე, სადაც მისი სახელი კორუფციასთან კავშირშია ნახსენები. "კორუფციის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის ეფექტიანობას ცხადყოფს საერთაშორისო გამჭვირვალობის ბოლო კვლევა. კორუფციის აღქმის ინდექსით ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს და წელსაც პირველია რეგიონში; მსოფლიო მასშტაბით კი, 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილს ვიკავებთ და ვუსწრებთ ევროკავშირის 9 ქვეყანას", - თქვა ღარიბაშვილმა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მუდმივად აახლებს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევების შესახებ ინფორმაციას. ორგანიზაციამ ასეთ 58 შემთხვევას მოუყარა თავი, მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი ღარიბაშვილს ეხება. ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მაჯის საათები უკან პრემიერის პოსტზე - რატომ ირაკლი ღარიბაშვილი? კვლევაში მოხვდა რადიო თავისუფლების გამოძიება. ღარიბაშვილმა საჯარო მოხელის შევსებულ დეკლარაციებში არ მიუთითა ძვირადღირებული საათების კოლექცია, რომლის ღირებულებაც ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს. "[ეს] უკანონო გამდიდრების ნიშნებზე მიუთითებს", - აცხადებენ ორგანიზაციაში. ...
წყარო

Elena

ქუთაისი
  • 16 საათის წინ

Aliona

რუსთავი
  • 1 თვის წინ

Katis

თბილისი
  • 1 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 7 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 16 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 18 წუთის წინ

ნინი

თბილისი
  • 1 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 19 დღის წინ
  • VIP+

mari mari

თბილისი
  • 19 საათის წინ

Nino

თბილისი
  • 8 წუთის წინ

Janna

თბილისი
  • 17 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 1 საათის წინ