მრავალშვილიანი ოჯახების იპოთეკური სესხების სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს - პრემიერის ინიციატივა

„ვიწყებთ ახალ პროგრამას ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის მიზნით“, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშისა და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის წარდგენისას. მთავრობის მეთაურის თქმით, მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე ოჯახებს, რომლებსაც შეეძინებათ შვილი, საშუალება ექნებათ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის სუბსიდირებით და ამით შეიქმნან/გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები. „აღნიშნული ინიციატივების უზრუნველსაყოფად მიმდინარე და 2022 წლების პერიოდში მოხდება დამატებით 300 მილიონ ლარზე მეტი რესურსის მობილიზება“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. ერთი წლის წინ იპოთეკური სესხების სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც. 2020 წელს სახელმწიფომ ამ პროგრამისთვის 70 მილიონი ლარი გამოყო: პროგრამა სესხის სრული პროცენტიდან 4 პროცენტის სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას გულისხმობდა კრედიტის აღებიდან მომდევნო 5 წლის განმავლობაში. ეს პროგრამა ოჯახში ბავშვების რაოდენობაზე არ იყო დამოკიდებული - კრიტერიუმი იყო სესხის ოდენობა, აღების ვადა და ბინის აშენების თარიღი. 2020 წელს ახალაშენებულ კორპუსებში ნაყიდი ბინებისთვის 200 000 ლარზე ნაკლები ღირებულების კრედიტის მქონე პირებს შეეძლოთ სარგებლობა, ვინც კრედიტი 01/06/2020 - 01/01/2021 დროის მონაკვეთში აიღო. ასევე ნახეთ ბიზნესები, რომელთა სესხების სუბსიდირება სახელმწიფომ მოახდინა, ისევ მოვალეთა რეესტრში არიან ...
წყარო

Inga

თბილისი
  • 12 თვის წინ

Lile

ქუთაისი
  • 5 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 8 საათის წინ

Taso

თბილისი
  • 3 თვის წინ

Annaa

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 1 თვის წინ

Alina

თბილისი
  • 4 დღის წინ

Veri

თბილისი
  • 9 საათის წინ

Taso

თბილისი
  • 2 დღის წინ

Bela

ქუთაისი
  • 14 საათის წინ

Katis

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sofa

თბილისი
  • 22 საათის წინ