სასამართლო განაჩენს გამოუცხადებს ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში ბრალდებულ დერეკ შოვინს

25 ივნისს სასამართლო განაჩენს გამოუცხადებს აშშ-ის ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს, რომელიც ბრალდებულად არის მიჩნეული აფრიკელი ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში, რასაც ფართო მასშტაბის საპროტესტო ტალღა მოჰყვა და რასობრივი პრობლემებისადმი ყურადღება გაამძაფრა ქვეყნის მასშტაბით. 45 წლის შოვინი ორი თვის წინ ცნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. მოსამართლე პიტერ კეიჰილი განაჩენს გამოაცხადებს მინესოტის დედაქალაქ მინეაპოლისში, სადაც მოხდა ბოროტმოქმედება 2020 წლის მაისში. მინესოტის კანონით, შოვინს მიესჯება სამიდან მხოლოდ ერთი - ყველაზე მძიმე სასჯელი მეორე ხარისხის მკვლელობისთვის, ვინაიდან მის წინააღმდეგ აღძრული ყველა სარჩელი ერთ ქმედებას უკავშირდება. მას მინიმუმ 12,5 და მაქსიმუმ 30 წლით პატიმრობა ემუქრება. ბრალდება მაქსიმუმს ითხოვს. განაჩენის გამოცხადებამდე ორივე მხარის ადვოკატები მოკლედ წარმოადგენენ საკუთარ პოზიციებს. განცხადებით შეიძლება გამოვიდნენ მსხვერპლის ოჯახის წევრები, სასამართლოს შეიძლება მიმართოს შოვინმაც. შოვინი ჯერ არ გამოსულა სიტყვით სასამართლოს წინაშე ამ საქმეში. საქმეში მთავარი მტკიცებულებაა ვიდეოფირი, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ აკავებს შოვინი ფლოიდს ყელზე მუხლის დაჭერით. ფლოიდმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ვეღარ სუნთქავდა. ...
წყარო

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 5 თვის წინ
  • VIP

Taso88

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anjela

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 15 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 2 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 თვის წინ

Deko

თბილისი
  • 18 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 5 თვის წინ

Dominanti

თბილისი
  • 4 თვის წინ

Vnebiani ❤

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nino

თბილისი
  • 2 დღის წინ