არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

სენაკის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც ერთ საათში უნდა დაიწყოს არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მამა-შვილის სასამართლო პროცესი, ერთ-ერთი დაკავებულის, 36 წლის მამაკაცის სიდედრი მივიდა. მან თქვა, რომ აინტერესებდა სასამართლოს მიმდინარეობა და თუ დაკავებულები დამნაშავეები არიან, უმჯობესია „ისინი მოკვდნენ”. მისივე ცნობით, ძალადობაში ბრალდებული ახალგაზრდა მამაკაცის შვილებმა გუშინ ტელევიზიით უყურეს, როგორ იწვოდა მათი სახლი, რაც ძალიან განიცადეს. მან უარყო მედიით გავრცელებული ცნობა, თითქოს, 65 წლის მამაკაცი წლების წინ ნასამართლევი იყო მის შვილზე ძალადობის გამო. „არა, არ ყოფილა ასეთი, თორე ჩემ შვილს იქ არ გავაჩერებდი“, - აღნიშნა მან. ქალმა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია მალევე დატოვა. სასამართლოში არ იმყოფებიან დაზარალებულების ოჯახის წევრები. სენაკის რაიონულმა სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე. მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 65 წლის და 36 წლის მამაკაცებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი). გარდა ამისა, 36 წლის ზ.გ.-ს ასევე ბრალი 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა. ასევე ნახეთ ერთ-ერთმა მოძალადემ დაზარალებულის დის გაუპატიურებაც სცადა - რას ჰყვება 8 წლის ბავშვის ნათესავი ბრალდებულები პოლიციამ მარტვილის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ დააკავა. მეზობლების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებს მეზობლებმა, გაუპატიურებული 8 წლის გოგოს დედამ და მამიდამ 23 ივნისს მიმართეს. როგორც მამიდა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჰყვება, 8 წლის გოგოს მონაყოლით, მამა-შვილი მასზე სექსუალურად 2 წლის განმავლობაში ძალადობდა. ბოლო ასეთი ფაქტი 21 ივნისს მოხდა. 8 წლის გოგოს მამიდა ამბობს, რომ ერთ-ერთმა მოძალადემ, 36 წლის მამაკაცმა, დაახლოებით ერთი თვის წინ, დაზარალებული ბავშვის 12 წლის დის გაუპატიურებაც სცადა. ის ვარაუდობს, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, სადაც კიდევ ერთ დაზარალებულზე, 9 წლის ბავშვზეა საუბარი, სხვა შემთხვევაა. სამართალდამცავები არიან მობილიზებული სასამართლოსთან. ბრალდებულები პოლიციის კორდონის დახმარებით შეიყვანეს. Embed share ბრალდებულები პოლიციის კორდონის დახმარებით შეიყვანეს Embed share The code has been copied to your clipboard. width px height p...
წყარო

ნინი

თბილისი
  • 2 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 13 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 12 თვის წინ

Masaji lika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nita

თბილისი
  • 2 თვის წინ

Alina

ბორჯომი
  • 1 საათის წინ

Leluka

თბილისი
  • 24 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 10 დღის წინ

Eka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mariko

თბილისი
  • 5 თვის წინ

Elene

თბილისი
  • 6 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 5 დღის წინ