საქართველოს ეწვივნენ ევროკავშირის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები

26 ივნისს საქართველოს ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ. ისინი საქართველოში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდნენ. ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების კავკასიაში ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს 27 მაისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არაფორმალურ მინისტერიალზე, სადაც განიხილებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების პრობლემატიკა. „ალექსანდერ შალენბერგი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი დაბოგდან აურესკუ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრები ასევე ეწვევიან საოკუპაციო ხაზს. ვიზიტის დასასრულს კი, გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის და შეაჯამებენ სამხერთ კავკასიის ტურნეს შედეგებს. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის მანდატით, საქართველოში ევროკავშირის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და რამდენად ჩართულია ევროკავშირი კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში”,- აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში ...
წყარო

Tatuli

თბილისი
  • 3 წუთის წინ

Nukka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Niniko

თბილისი
  • 19 დღის წინ

Виола

თბილისი
  • 9 წუთის წინ

Анжелина

თბილისი
  • 16 თვის წინ

Mariami

თბილისი
  • 2 დღის წინ

Алина

თბილისი
  • 4 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 9 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 2 საათის წინ

Нора

თელავი
  • 20 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 13 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 55 წუთის წინ