აშშ: ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს, 22,5 წლით პატიმრობა მიესაჯა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის

25 ივნისს აშშ-ის მინესოტის შტატის სასამართლომ ყოფილ პოლიციელს, დერეკ შოვინს 22,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა აფრიკელი ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისთვის. 2020 წლის მაისში ფლოიდის სიკვდილი რასობრივი უსამართლობის სიმბოლოდ იქცა და მას აშშ-ის ასობით ქალაქში მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები ლოზუნგით „შავკანიანთა სიცოცხლეს მნივშენლობა აქვს“. ამ მოვლენებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე. აპრილში ნაფიცმა მსაჯულებმა შოვინი სამი მუხლით ცნეს დამნაშავედ წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობაში. მოსამართლე პიტერ კეიჰილის თქმით, ის ხელმძღვანელობდა კანონით და არა საზოგადოებრივი აზრით, რომელიც მკაცრი სასჯელისკენ იხრებოდა. ამასთან, აღნიშნა, რომ ის ფლოიდის ოჯახის წევრთა „ტკივილს გრძნობს“. ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაცრი განაჩენია, რომელიც ყოფილი პოლიციელისთვის გამოუტანიათ დაკავებისას მკვლელობისთვის. ის ითვალისწინებს ისეთ დამამძიმებელ გარემოებებს, როგორიცაა შოვინის მხრიდან უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენება და ადამიანური ღირსების გათელვა. ამავე დროს, განაჩენი უფრო მსუბუქია, ვიდრე ამას ბრალდების მხარე ითხოვდა (30 წ.). განაჩენის გამოცხადების წინ შოვინმა თანაგრძნობა გამოუხატა ფლოიდის ოჯახის წევრებს, მაგრამ თავი დამნაშავედ არ ცნო. ფლოიდის ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, რომ ნამდვილი სამართლიანობა მაშინ იზეიმებს, როცა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის მსგავსი დანაშაულებები აღარ მოხდება. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, სასჯელი ადეკვატურია. ჯორჯ ფლოიდი შარშან 25 მაისს გარდაიცვალა მინეაპოლისის საავადმყოფოში, სადაც ის პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ მიიყვანეს. დაკავებისას დერეკ შოვინი მას 9 წუთის განმავლობაში აჭერდა ყელზე მუხლს. ამ დროს ფლოიდმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ჰაერი არ ჰყოფნიდა. გამვლელებმა ვიდეოფირზე გადაიღეს ფლოიდის დაკავება. ვიდეოკადრებმა გამოძიებისთვის მთავარი მტკიცებულების როლი შეასრულა. მედიკოსებმა, რომლებიც ექსპერტების სახით მიიწვია პროკურატურამ, განაცხადეს, რომ ფლოიდი მოგუდვით გარდაიცვალა. შოვინმა დანაშაული არ აღიარა, მისი ადვოკატები კი იმეორებენ, რომ სიკვდილსა და პოლიციის მოქმედებას შორის კავშირი არ არის დამტკიცებული. ...
წყარო
  • VIP

Nina

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • 3 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 13 თვის წინ

Vnebiani ❤

თბილისი
  • 4 დღის წინ

Taso

თბილისი
  • 3 საათის წინ

Masho

თბილისი
  • 15 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 23 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini❤

თბილისი
  • 2 საათის წინ

Anano da nita

თბილისი
  • 27 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 14 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 11 საათის წინ