სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამა-შვილს

სენაკის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამა-შვილს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სხდომა დახურული იყო, რადგან, მოსამართლის თქმით, საუბარია არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის პოზიცია. მისივე მტკიცებით, საქმეში არსებობს მტკიცებულებები, რომელიც დაკავებულების მიმართ წარდგენილ ბრალს ადასტურებს. დაკავებულების ადვოკატების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ასეთი ფაქტები არ ყოფილა. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. ადვოკატების თქმით, მათი მოთხოვნა იყო, რომ ბრალდებულების მიმართ არცერთი აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულიყო. საქმის არსებითი განხილვა 11 ივლისს ჩაინიშნა. ასევე ნახეთ ერთ-ერთმა მოძალადემ დაზარალებულის დის გაუპატიურებაც სცადა - რას ჰყვება 8 წლის ბავშვის ნათესავი მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 65 წლის და 36 წლის მამაკაცებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი). გარდა ამისა, 36 წლის ზ.გ.-ს ასევე კიდევ ერთი, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა. ბრალდებულები პოლიციამ მარტვილის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ დააკავა. მათი მხრიდან შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტების გამო სამართალდამცავებს მეზობლებმა, გაუპატიურებული 8 წლის გოგოს დედამ და მამიდამ 23 ივნისს მიმართეს. როგორც მამიდა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჰყვება, 8 წლის გოგოს თქმით, მამა-შვილის მხრიდან სექსუალურ ძალადობა 2 წელი გრძელდებოდა. ბოლო ასეთი ფაქტი 21 ივნისს მოხდა. 8 წლის გოგოს მამიდა ამბობს, რომ ერთ-ერთმა მოძალადემ, 36 წლის მამაკაცმა, დაახლოებით ერთი თვის წინ, დაზარალებული ბავშვის 12 წლის დის გაუპატიურებაც სცადა. ...
წყარო

Nina

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Taso transi

თბილისი
  • 8 საათის წინ

Marisha

თბილისი
  • 12 წუთის წინ

Marika

თბილისი
  • 9 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 12 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 19 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 12 თვის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 20 საათის წინ

Laura

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP+

mari mari

თბილისი
  • 7 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 5 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 8 დღის წინ