აშშ და საფრანგეთი შეშფოთებული არიან ირანის დუმილის გამო ატომური სააგენტოს მეთვალყურეობის შეთანხმების ვადის გაგრძელების თაობაზე

აშშ და საფრანგეთი აცხადებენ, რომ შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ ირანმა არ უპასუხა მათ მიმართვას ბირთვული მეთვალყურეობის შესახებ გარდამავალი პერიოდის შეთანხმების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე. მანამდე ორივე ქვეყანა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ირანის ამ ქმედებას შეიძლებოდა საფრთხე შეექმნა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების განახლებისთვის. დროებითი მეთვალყურეობის შეთანხმებას ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსა და ირანს შორის ვადა გაუვიდა 24 ივნისს, რითაც დასრულდა თებერვალში მიღწეული მორიგება, რომლის მიხედვით საერთაშორისო თანამეგობრობას ირანის ბირთვული პროგრამის მონიტორინგის შესაძლებლობა ჰქონდა. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ 25 ივნისს განაცხადა, რომ ირანს არც უპასუხია და არც სხვა მხრივ გამოუხატავს, აპირებს თუ არა მეთვალყურეობის შეთანხმების განახლებას. „საჭიროა ირანის დაუყოვნებლივ პასუხი, თქვა გროსიმ და დასძინა, რომ „სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“ სააგენტოს მხრიდან ირანში ობიექტების მეთვალყურეობას. თუ ამაზე შეთანხმება არ გაგრძელდა, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით ვენაში ექვსი კვირის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებას მაფრთხე შეექმნება.“ "რაც შეეხება ატომური ენერგეტიკის სააგენტოს თემას, ეს სერიოზული პრობლემაა", უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ფრანგ კოლეგასთან, ჟან-ივ დრაიანთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს. ...
წყარო

Niniko

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

N.a.t.i

თბილისი
  • 2 დღის წინ

Sali

თბილისი
  • 1 თვის წინ

Vikaa

ბათუმი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Nica

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nina

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Eleniko

თბილისი
  • 5 დღის წინ

Nino

თბილისი
  • 8 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 23 დღის წინ

Anano da nita

თბილისი
  • 27 დღის წინ