იტალიაში გაუჩინარებული ქართველი ემიგრანტი იპოვეს

იტალიის სამხრეთში, ქალაქ ლეჩეში სამუშაოდ წასული 42 წლის თემურ მოსაშვილი, რომელსაც ოჯახის ახლობლები და ნათესავები 20 ივნისიდან ეძებდნენ, იპოვეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თემურის დამ, თამარ მოსაშვილმა განუცხადა. თამარ მოსაშვილის ინფორმაციით, მისი ძმა ამჟამად ლეჩეს ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობის კურსს გადის. "ჩემი ძმა სხვა ქართველი ემიგრანტების დახმარებით დაგვიკავშირდა. ჩვენ შორის საუბარი დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა. მან გვითხრა, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს და კლინიკაში მკურნალობენ. ასევე ამბობს, რომ როგორც კი შეძლებს, საქართველოში დაბრუნდება. სულ ეს იყო რისი თქმაც მოასწრო, ჯერჯერობით ვერ გავარკვიეთ, სად და რა ვითარებაში იმყოფებოდა 20 ივნისის შემდეგ, თუმცა დეტალებს ოდნავ მოგვიანებით გავარკვევთ". თემურ მოსაშვილი წარმოშობით ლაგოდეხიდან არის და იტალიაში დაახლოებით ორი თვის წინ წავიდა, თუმცა მას მუშაობა არ დაუწყია და ამ პერიოდის განმავლობაში ლეჩეში, ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით ნერვიულობის ნიადაგზე მას ინსულტი განუვითარდა, საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა მან კლინიკა თვითნებურად დატოვა. სწორედ ამის შემდეგ ოჯახი მასთან კომუნიკაციას ვერ ამყარებდა. მათ დახმარებისთვის იტალიაში საქართველოს საკონსულოს მიმართეს. ძებნის პროცესში ჩართული იყო ადგილობრივი პოლიციაც. ...
წყარო

Nata

ქუთაისი
  • 6 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nini

ბათუმი
  • 19 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 დღის წინ

ლიზი

თბილისი
  • 12 საათის წინ

Nini

თბილისი
  • 5 საათის წინ

Tiko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Lika-vip

თბილისი
  • 1 საათის წინ

Sema

თბილისი
  • 4 დღის წინ

Likuna

თბილისი
  • 13 საათის წინ

Miranda

თბილისი
  • 2 საათის წინ