ფინეთში კოვიდ-19-ის შემთხვევები სწრაფად იზრდება ფეხბურთის მოყვარულების რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ

ფინეთის ჯანდაცვის სამსახურების თანახმად, ამ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა უკავშირდება რუსეთიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ფეხბურთის გულშემატკივრების დაბრუნებას ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის თამაშების შემდეგ. ვირუსის ახალი, სწრაფი გავრცელების უნარიანი, ვერსია „დელტა“ არაერთ ქვეყანაში გავრცელდა და შეშფოთებას იწვევს. ფინეთის ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ინსტიტუტმა მოუწოდა 26 ივნისს იმ პირებს, რომლებიც სანქტ-პეტერბურგიდან დაბრუნდნენ ავტობუსით, კორონავირუსზე ტესტი გაიკეთონ. მიკა სალმინენმა, ინსტიტუტის დირექტორმა, განაცხადა, რომ იმ მგზავრებს შორის, რომლებიც სანქტ-პეტერბურგიდან დაბრუნდნენ, ძირითადად, ფეხბურთის ქომაგები, 120 ინფიცირებული აღმოაჩინეს და მათი რიცხვი ალბათ გაიზრდება. სანქტ-პეტერბურგში ევრო-2020-ის ექვსი მატჩი გაიმართა და იქვე მოეწყობა 2 ივლისს მეოთხედფინალი. ვრცელდება ცნობა, რომ მსოფლიოს სულ მცირე, 85 ქვეყანაში გავრცელდა „დელტას“ ვარიანტი. ის დომინირებს ბრიტანეთში, პორტუგალიასა და სამხრეთ აფრიკაში. ამ დროს ავსტრალიამ ორკვირიანი იზოლაცია გამოაცხადა, რათა შეაჩეროს ამ ვარიანტის აფეთქება. 28 ივლისიდან ბანგლადეში აპირებს მთელ ქვეყანაში იზოლაციის გამოცხადებას „დელტას“ გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით. ...
წყარო

Alena

თბილისი
  • 17 საათის წინ

Tako

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Masaji liza varketili

თბილისი
  • 1 დღის წინ

Likuna8

თბილისი
  • 28 წუთის წინ

Sali

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 1 თვის წინ

Taso

ბათუმი
  • 3 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 36 წუთის წინ

Nuca

თბილისი
  • 27 წუთის წინ

Ekuna

თბილისი
  • 14 თვის წინ

B a b i

თბილისი
  • 20 საათის წინ