პანდემიის დროს აკრძალვების აქტიური მომხრე ბრიტანელი მინისტრი გადადგა მათი დარღვევის გამო

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც აქტიური როლი ითამაშა კოვიდ-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო ზომების შემოღებისას, გადადგა 26 ივნისს მას მერე, რაც გაზეთმა გამოაქვეყნა ფოტოები, თუ როგორ კოცნის ის თავის სამთავრობო ოფისში თავის ასისტენტს. მინისტრი მეტ ჰენკოკი გადადგა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ის არღვევს წესს იმ დროს, როცა მთავარი პირი იყო პანდემიასთან ბრძოლაში ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებების მიღებისას. 42 წლის ჰენკოკმა ტვიტერით გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, რომ „პირებმა, რომლებიც ზომებს შემოიღებენ, შემდეგ ისინი უნდა დაიცვან და ამიტომ უნდა გადავდგე“. ფოტოებზე, რომლებიც 25 ივნისს გამოაქვეყნა Sun-მა, მოჩანს მინისტრი, რომელიც კოცნის და ეხვევა თავის ასისტენტს. არსებული ინფორმაციით, ჰენკოკი დაქორწინებულია. გაზეთი იტყობინება, რომ ფოტოები გადაღებულია ჯანდაცვის სამინისტროში მაისში, როცა აკრძალული იყო ინტიმური კონტაქტი იმ პირებთან, ვისთან ერთად შესაბამისი პირი არ ცხოვრობდა. ჰენკოკი, რომელიც რეგულარულად გამოდის ტელევიზიით და ხალხს წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს, ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ თავისი კოლეგა კონსერვატორების ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა, გადამდგარიყო. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, თავიდან განაცხადა, რომ მიიღო ჰენკოკის ბოდიში და საქმეს დახურულად მიიჩნევს, მაგრამ 26 ივნისს წუხილი გამოთქვა მისი გადადგომის გამო. ...
წყარო

Luba

თბილისი
  • 9 საათის წინ

Natalia

ქუთაისი
  • 3 საათის წინ

Maria

თბილისი
  • 13 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 1 თვის წინ

მაგდა

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristin

თბილისი
  • 19 დღის წინ

Likyna

თბილისი
  • 11 საათის წინ

Sali

ბათუმი
  • 1 საათის წინ

Nata

ქუთაისი
  • 14 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 13 თვის წინ

Ani

თბილისი
  • 27 დღის წინ