ახალი სეზონი პანდემიაში და საოჯახო სასტუმროები ტურისტების მოლოდინში

ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს უკვე მეორე სეზონია რაც პანდემიის პირობებში უწევთ მუშაობა. მეწარმეები ამბობენ, რომ შარშანდელივით, ახლაც ბიზნესის გადარჩენაზე ფიქრობენ. "გასულ წელს ფაქტურად ჩავარდილი იყო სეზონი, თუ ადრე ყოველი სეზონის წინ რაღაც ახალ სეგმენტს ვამატებდით, წელს რასაკვირველია, ამაზე ვერც ვიფიქრებდით, ტურისტული სეზონი დაიწყო და მხოლოდ 2 ან 3 ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს. ამას ემატება ,ის რომ გადასახადები ძვირდება, პროდუქტების ფასებმა აიწია, ჩვენ კი ვერ გავაძვირებთ სერვისს. პანდემიის დროს. ბიზნესის გადარჩენაზე ვფიქრობთ და მაინცდამაინც იმედიანადაც არ ვართ განწყობილები", - ამბობს ზუგდიდში საოჯახო სასტუმრო "მწვანე სახლის" მფლობელი თიკა დიდიშვილი. ბიზნესის გადარჩენაა ახლა მთავარი ანაკლიის საოჯახო სასტუმრო "თეთრი სახლის" მფლობელებისთვისაც. ამისთვის მათ სერვისის ღირებულებაც გააიაფეს. "შარშან პანდემიის მიუხედავად, ადგილობრივი დამსვენებლები გვყავდა და რაღაცნაირად გადავრჩით, წელსაც დავწიეთ ფასები, იმისათვის, რომ არა მოგებაზე ვიმუშაოთ, არამედ ბიზნესი რომ გადავარჩინოთ. მართალია კურორტი მივიწყებულია, თუმცა არიან ისეთი ტურისტებიც, რომელთაც აღმოაჩინეს, რომ სადღაც არსებობს სოფელი ანაკლია, სადაც შეიძლება რომ კარგად დაისვენო, ამიტომ ვნახოთ, 1-ელი ივლისიდან დაველოდოთ კურორტის გახსნას", - ამბობს მარიამ ჩხოლარია. კიდევ ერთი ანაკლიელი მეწარმე, ჟანა ცხადაია, რომელსაც საოჯახო სასტუმრო და ღია კაფე ჰქონდა, ამბობს, რომ ამ ბიზნესით უკვე თავს ვერ ირჩენს და იტალიაში წავიდა სამუშაოდ. ანაკლიისგან განსხვავებით, მესტიაში საოჯახო სასტუმროებში უკვე რამდენიმე ჯავშანია, - ამბობს მესტიაში ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელი ირმა ჯაჭვლიანი, თუმცა შარშანდელი ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება წელს მოუწევს. "ჯავშნები უკვე შემოდის, ჯერჯერობით ქართველები ინტერესდებიან, გასულ წელთან შედარებით უფრო იმედიანად ვარ განწყობილები, გასულ წელს მნიშვნელოვნად ვიზარალეთ, თუმცა რადგან ბიხზნესესხი გვქონდა, მოხდა გადავადება, მაგრამ შემდეგ როგორც კი ამუშავდება ბიზნესი, გაზრდილი პროცენტით გვექნება გადასახდელი", - ამბობს მეწარმე. საოჯახო სასტუმრო "მწვანე სახლი" ზუგდიდში. აქვე სასტუმროს მფლობელები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, მხოლოდ მათი ძალისხმევა არ იქნება საკმარისი და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მცირე საოჯახო ტიპის სასტუმროების გადარჩენაზე. "ამ მიმართულებით სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა. თუ დიდი სასტუმროების გადარჩენის მიზნით, იქ საკარანტინე სივრცეები მოეწყო, რატომ არ შეიძლება ჩვენ მცირე მეწარმეები, რომლებიც ვიხდით გადასახადებს, ჩვენც შეგვიწყონ ხელი, მაგალითად, როცა საქმიანი ვიზიტები იგეგმება ზუგდიდში, ხომ შეიძლება რომ საოჯახო სასტუმროები გამოიყენონ ამ დროს...
წყარო

Vika

თბილისი
  • 16 საათის წინ

Tata ტატა

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 11 წუთის წინ

Liza

თბილისი
  • 15 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Kato cat

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 საათის წინ
  • VIP

Lusi22

თბილისი
  • 2 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 12 თვის წინ

Nanka

ქუთაისი
  • 1 თვის წინ