მოსამართლეები მწვავედ აკრიტიკებენ სტრატეგიულ პარტნიორებს  

"მოვამზადეთ ერთობლივი მიმართვა, რომელსაც ხელი მოაწერა სამოსამართლო კორპუსის ყველა წევრმა, ვინც დღეს აქ იყო - მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას - არავის, მიუხედავად სტატუსისა, არ უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა, ჩაერიოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში", - ამის შესახებ განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრის დასრულების შემდეგ. დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, შეხვედრაზე მოსამართლეთა კორპუსის ნაწილმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოსა და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს: "დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სადაც კიდევ ერთხელ საქართველოს სამოსამართლო კორპუსმა დააფიქსირა ერთსულოვნად თავისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ არავისმ მიუხედავად სტატუსისა, არ უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა, ჩაერიოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში. სასამართლო დღეს არის დამოუკიდებელი ისე, როგორც არასდროს. ჩვენ მოვამზადეთ ერთობლივი მიმართვა, რომელსაც ხელი მოაწერა სამოსამართლო კორპუსის ყველა წევრმა, ვინც დღეს აქ იყო". დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, მიმართვაში ნათქვამია, რომ მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმდინარეობს, მისი სიტყვებით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას. "გამახვილდა ყურადღება ისეთ მიუღებელ ფორმებზე, როგორიც არის მაგალითად სატელევიზიო კლიპების დამზადებაც, ცილისმწამებლური მასალით გაჯერებული. დავაფიქსირეთ მოთხოვნა და მოწოდება ყველა სუბიექტის მიმართ, ვინც ჩართული არის რამენაირი ფორმით პოლიტიკურ სამართლებრივ დისკუსიებში და აფიქსირებს საკუთარ მოწოდებებს და ულტიმატუმების ენით საუბრობს, მოვუწოდეთ, რომ შეწყვიტოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა. კონკრეტულად სუბიექტები სახელებით და გვარებით ჩვენ არ აგვისახავს, თუმცა სადისკუსიო შეხვედრაზე გამომსვლელი ზოგიერთი მოსამართლის მოსაზრებაში გაიჟღერა სუბიექტების სახელწოდებებმა, სახელებმა და გვარებმა. რამდენიმე მოსამართლემ დაასახელა და მოსამართლეთა კორპუსის ნაწილის აღქმაში, როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოსთან და სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების პრინციპებს. არის მზადყოფნა სასამართლო კორპუსისა, რომ ითანამშრომლოს ნებისმიერ სუბიექტთან, ვი...
წყარო

Anka varketili

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anita

ქუთაისი
  • 45 წუთის წინ

Nini❤

თბილისი
  • 15 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 3 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 2 დღის წინ

Dominanti

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 16 დღის წინ

Eleniko

თბილისი
  • 1 თვის წინ

Salome

თბილისი
  • 3 საათის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 18 თვის წინ