პოლიციის უფროსი: ავღანეთის არმიის 50-ზე მეტი მებრძოლია დატყვევებული თალიბანის მიერ

თალიბანის ძალებმა ქვეყნის უშიშროების ძალების 50-ზე მეტი მებრძოლი დაიჭირეს ცენტრალურ პროვინციაში, მაიდან-ვარდაქში, - განუცხადა პოლიციის უფროსმა რადიო თავისუფლების ავღანურ რედაქციას. პოლკოვნიკმა მუსთაფა მაიარმა, მაიდან-ვარდაქის პოლიციის უფროსმა, 27 ივნისს განაცხადა, რომ ავღანეთის უშიშროების ძალების წარმომადგენლები დაატყვევეს ღამით, პროვინციაში გააფთრებული ბრძოლებისას. მან თქვა, რომ ორი - ჩაქი და საიედ-აბადის რაიონები თალიბანის ხელში აღმოჩნდა, მიუხედავად, როგორც მან აღწერა, მძლავრი წინააღმდეგობისა ავღანეთის არმიის მხრიდან. "დაახლოებით 30 ადამიანი ავღანური ეროვნული პოლიციიდან საიედ-აბადში და კიდევ 26 ჩაკში, ასევე მტრის მიერ იქნა დატყვევებული", - თქვა მაიარმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. ავღანეთის მთავრობისგან ამას დაუყოვნებლივი კომენტარი არ მოჰყოლია. თალიბანის წარმომადგნელი, ზაბიულა მუჯაჰედი, ტვიტერზე ამტკიცებდა, რომ თალიბანის მებრძოლებმა 190 ჯარისკაცი დაატყვევეს საიედ-აბადში. თალიბების რაზმებმა გასული კვირების განმავლობაში კონტროლი მოიპოვეს ათობით რაიონზე, რომლებიც ადრე მთავრობის ძალებს ეკუთვნოდა. ამით გაძლიერდა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ქაბულში მთავრობა, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს, და ავღანეთის დასუსტებული უშიშროების ძალები, შესაძლოა, დაემხონ მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ძალები შეერთებული შტატების მეთაურობით დატოვებენ ავღანეთს მათ მიერვე დაწესებული ვადისთვის, 11 სექტემბრისთვის. ავღანეთის საკითხებში გაეროს საგანგებო დესპანმა, დებორა ლაიონსმა, 22 ივნისს განაცხადა, რომ თალიბანმა მაისის შემდეგ ქვეყნის 370 რაიონიდან 50 დაიკავა, და გაფრთხილება გამოთქვა, რომ მზარდი კონფლიქტი "ნიშნავს მზარდ დაუცველობას ბევრი სხვა ქვეყნისთვის, ახლოსა და შორს". ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ რაიონების დაცემას ტაქტიკური უკანდახევა უწოდა და განაცხადა, რომ მან 10-ზე მეტი რაიონი გამოსტაცა ამბოხებულებს გასული დღეების განმავლობაში. ...
წყარო

Monika

თბილისი
  • 2 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 12 თვის წინ

დეა

თბილისი
  • 5 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 15 საათის წინ

Emma

თბილისი
  • 19 საათის წინ

Tata ტატა

თბილისი
  • 1 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 9 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 15 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 16 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 1 თვის წინ

Aliona

რუსთავი
  • 1 თვის წინ

Nicolasi

თბილისი
  • 1 თვის წინ