ნაზი ჯანეზაშვილი: "მოსამართლეები მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლეები იქცევიან უპასუხისმგებლოდ, როცა საგანგებო შეკრებას მართავენ და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ ირაზმებიან. „მერამდენედ ხდება მოსამართლეების "მობილიზაცია"? რატომ არ მოგბეზრდათ ამდენი სიყალბე? მურუსიძის თაოსნობით ისევ შეიკრიბა მოსამართლეთა კორპუსი“, - წერს სოციალურ ქსელში ნაზი ჯანეზაშვილი, რომლის თქმითაც, მოსამართლეებს აღელვებთ ის განცხადებები, რასაც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები აკეთებენ, რადგან იციან, რომ სამომავლოდ ეს განცხადებები გარკვეულ გავლენას მოახდენს მათ ძალაუფლებაზე. „სასამართლო უნდა იყოს ადვეკვატური იმ გამოწვევებთან და რეალობასთან, რაც თვითონ მოსამართლეებმა შექმნეს. ნაცვლად თავის შეცოდებისა ან აგრესიისა, ისინი უნდა იყვნენ თვითკრიტიკულები. წლებია ვხედავთ, რომ მოსამართლეები მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ინტერესებით და ამას აგრძელებენ დღესაც. მათი ეს შეკრებაც ამის ნაწილია. თუ უზენაესი სასამართლო სრულად დაკომპლექტდება, ადგილი აღარ დარჩება და მერე ჩაატარებენ რეფორმას 1-2 წლის შემდეგ, რა აზრი ექნება ამას“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. 27 ივნისს მოსამართლეთა ერთი ნაწილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის შენობაში შეიკრიბა და შეიმუშავა მიმართვის ტექსტი, რომელშიც გაკრიტიკებულია როგორც მართლმსაჯულების ადგილობრივი ოპონენტები, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვენ ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე. „მოსამართლეებმა კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმდინარეობს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე და რომელიც მიზნად ისახავს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას - არავის, მიუხედავად სტატუსისა, არ უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა, ჩაერიოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში“, - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა შეხვედრის დასრულების შემდეგ. აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 22 ივნისს განაცხადა, რომ სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერება 19 აპრილის „შარლ მიშელის შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელსაც შესრულება უნდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9-კაციანი სია წარუდგინა: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი. ...
წყარო

Nino

თბილისი
  • 8 საათის წინ

Elenica

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 12 თვის წინ

Sofi

თბილისი
  • 8 საათის წინ

Elene

თბილისი
  • 12 საათის წინ

Nuro relaqs masaji

თბილისი
  • 18 საათის წინ

Alina

ბორჯომი
  • 2 დღის წინ

Tekla

თბილისი
  • 8 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 3 დღის წინ

Mari

თბილისი
  • 1 დღის წინ

Deaaa

ბათუმი
  • 1 თვის წინ
  • 100%

Lola

ბათუმი
  • 15 საათის წინ