აქტივები, რაც „ხუდონ ჰესის“ ინვესტორ კომპანიას ჰქონდა გადაცემული, წლის ბოლომდე სახელმწიფოს დაუბრუნდება

„ხუდონ ჰესის“ პროექტით ინვესტორი დაინტერესებული აღარ არის, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თურნავას განმარტებით, ინვესტორთან ურთიერთშეთანხმებით, ის აქტივები, რაც აქამდე იყო გადაცემული ინდუსებისთვის, წლის ბოლომდე სახელმწიფოს დაუბრუნდება. მისივე განმარტებით, იმსჯელებენ იმაზე, თუ რა სტრუქტურით არის უმჯობესი „ხუდონ ჰესის“ პროექტის განხორციელება. როგორც მინისტრმა განმარტა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ მსგავსი ტიპის მეგა პროექტების განხორციელებაში სახელმწიფომ უნდა მიიღოს მეტი მონაწილეობა და გახდეს, ერთადერთი მფლობელი თუ არა, პარტნიორი მაინც მსგავსს პროექტებში. „2011 წელს იყო დადებული შეთანხმება ინდურ კომპანია „ტრანს ელექტრიკასთან“ „ხუდონ ჰესის“ განვითარებასთან დაკავშირებით. ათი წელი გავიდა მას შემდეგ და ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ეს პროექტი ვერ განხორციელდა. რა თქმა უნდა, აქ არ არის ერთი კონკრეტული მიზეზი, აქ არის ნაკრები სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის პროექტის სირთულე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთი წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო კონსულტანტის დახმარებით ჩვენ მოველაპარაკოთ, შევუთანხმდეთ ინდურ ინვესტორს, რომ მოვშალოთ ნელ-ნელა ის შეთანხმება, რომელიც ჩვენს შორის იყო დადებული. რა თქმა უნდა, აქ რომ იყოს მხოლოდ მათი ბრალეულობა, ჩვენ ალბათ, ხისტად წავიდოდით ამ კონტრაქტის მოშლაზე, მაგრამ ვინაიდან ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ორივე მხარეს არის, ჩვენ, ორივე მხარემ მივიღეთ გადაწყვეტილება ვიმუშაოთ იმაზე, რომ ურთიერთშეთანხმებით ამ პროექტის და იმ აქტივების, რაც აქამდე იყო გადაცემული ინდუსებისთვის სახელმწიფოსთვის დაბრუნება მოხდეს. ინვესტორს აღარ აქვს ინტერესი იმიტომ, რომ ათი წლის განმავლობაში მანაც ეს ვერ განახორციელა. პირველ ეტაპზე ამ კონსულტანტების დახმარებით, ვისთანაც ჩვენ ვახანგრძლივებთ საკონსულტაციო შეთანხმებას, წლის ბოლომდე ვიზრუნოთ იმაზე, რომ აქტივები და პროექტი დაუბრუნდეს სახელმწიფოს და შემდეგ ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რა სტრუქტურით არის უმჯობესი ამ ძალიან დიდი სტრატეგიული პროექტის განხორციელება. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენ დაგვანახა, რომ ალბათ, მსგავსი ტიპის მეგა პროექტების განხორციელებაში სახელმწიფომ უნდა მიიღოს მეტი მონაწილეობა და გახდეს, ერთადერთი მფლობელი თუ არა, პარტნიორი მაინც მსგავსს პროექტებში“, – განაცხადა თურნავამ....
წყარო

Nini

თბილისი
  • 16 თვის წინ
  • 100%

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ
  • VIP

Natali

თბილისი
  • 16 საათის წინ

Nita

თბილისი
  • 2 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 დღის წინ

Saly

თბილისი
  • 13 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 1 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 8 დღის წინ

Nini varketili

თბილისი
  • 19 საათის წინ

Liza

ქუთაისი
  • 7 საათის წინ