ამერიკულმა ავიაციამ სირიასა და ერაყში დაბომბა ირანის მოკავშირე დაჯგუფებების პოზიციები

ამერიკულმა ავიაგამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს ირანის მოკავშირე დაჯგუფებების პოზიციებზე ერაყი-სირიის სასაზღვრო რაიონებში. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, ჯონ კირბის ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდების განკარგულებით, 27 ივნისს საღამოს, შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში ორ და ერაყში ერთ ადგილას ზუსტი ავიაიერიშები განახორციელეს ოპერატიულ ობიექტებსა და იარაღის საწყობებზე, რომლებსაც იყენებენ ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები, მათ შორის „კატაიბ ჰესბოლა“ და „კატაიბ საიდ ალ-შუჰადი“. три პენტაგონის განმარტებით, ეს დაჯგუფებები უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მოქმედებენ ერაყში მყოფი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ერაყში იმყოფებიან ადგილობრივი მთავრობის მიწვევით და ერთადერთი მიზნით - ერაყის უსაფრთხოების ძალებს დაეხმარონ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებაში. პენტაგონის თანახმად, აშშ-მა მიმართა აუცილებელ და გააზრებულ ქმედებას, რომელიც მიმართული იყო ესკალაციის რისკის შეზღუდვისკენ და ასევე, წარმოადგენდა შეკავების მკაფიო, არაორაზროვან სიგნალს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, აშშ მოქმედებდა თავდაცვის უფლების შესაბამისად, ავიაიერიშების მასშტაბი შეღუდული იყო და მიზნად ისახავდა საფრთხის განეიტრალებას. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 16 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 9 საათის წინ

Tika

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 2 თვის წინ

Alev

ბათუმი
  • 19 დღის წინ

Viktoria

თბილისი
  • 4 საათის წინ

Natali

თბილისი
  • 1 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 13 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 3 დღის წინ

Ana

თბილისი
  • 1 თვის წინ

Нора

თელავი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Nina

თბილისი
  • 1 დღის წინ