მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ

მოვუწოდებთ ყველას, შეწყვიტონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია სასამართლოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, სასამართლო ხელისუფლებას მისცენ კონსტიტუციური უფლებამოსილებების შესაბამისად მოქმედების შესაძლებლობა და ჩაერთონ ჯანსაღ დისკუსიაში სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის შემდგომი განმტკიცების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართვაში. მოსამართლეთა მიმართვას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „სასამართლოს დამოუკიდებლობა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილებისა და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. სასამართლო ხელისუფლება უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან და მათი მხრიდან რაიმე ტიპის პოლიტიკური ზეგავლენისგან, ისე ნებისმიერი არაჯანსაღი ზემოქმედებისგან, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტებისგან შეიძლება მომდინარეობდეს. ამ ფონზე, შემაშფოთებელია, რომ განსაკუთრებით უკანასკნელ პერიოდში, წარიმართება პოლიტიკურად მოტივირებული, უაღრესად არაჯანსაღი პროცესები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ, საქართველოს მოსამართლეები ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები და ვდგავართ სახელმწიფოს ინტერესების სადარაჯოზე. ჩვენ ვართ სამართლის ერთგულნი და ღირსებით ვემსახურებით მისი აღსრულების საქმეს. სასამართლო ხელისუფლება საქართველოში არასდროს ისეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა, როგორიც არის დღეს. დამოუკიდებელი სასამართლო კი, ნიშნავს უკეთ დაცულ ადამიანის უფლებებს, უკეთ უზრუნველყოფილ სამართლის უზენაესობას და მეტად განმტკიცებულ სამართლებრივ სახელმწიფოს. მართლმსაჯულების სფეროში მიღწეულ ფუნდამენტურ პროგრესს ცხადყოფს გასული წლების სასამართლო სტატისტიკა და საერთაშორისო რეიტინგები, კერძოდ: მაგალითისათვის, უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოში 15-ჯერ გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი; 82 პროცენტიდან 51 პროცენტამდე შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; 48 პროცენტიდან 75 პროცენტამდე გაიზარდა კერძო პირთა სასარგებლოდ გადაწყვეტილი საგადასახადო დავების მაჩვენებელი; 17 პროცენტიდან 5 პროცენტამდე შემცირდა სახდელდადებულ პირთათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი; მკვეთრად (რამდენჯერმე) შემცირდა საქართველოდან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა და ა.შ.; IPSOS France-ის, Amicus Curiae-ს და პროფესორ იან ვან დაიკის მიერ 2018 წლის მიწურულს ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, გამოიკვეთა სასამართლო რეფორმების სამივე ეტაპის შედეგების საზოგადოებრივი აღქმის დადებითი...
წყარო

Mary

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 1 საათის წინ
  • VIP

Lika

თბილისი
  • 18 დღის წინ

Dominanti

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sofa

თბილისი
  • 7 საათის წინ

Anka

თბილისი
  • 2 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Ekuna

თბილისი
  • 14 თვის წინ
  • 100%

Tika

თბილისი
  • 14 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 10 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 8 საათის წინ

Nanka

ქუთაისი
  • 1 თვის წინ