თალიბებთან შეტაკების შემდეგ ტაჯიკეთს ავღანელი სამხედროების მორიგმა ჯგუფმა შეაფარა თავი

წუხელ ავღანეთის სამთავრობო ჯარის მორიგი ჯგუფი გახდა იძულებული თალიბების შეტევის შედეგად დაეტოვებინა ქვეყნის ტერიტორია და მეზობელი ტაჯიკეთისთვის შეეფარებინა თავი. ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ავღანეთის ჩრდილოეთ ბალხის პროვინციაში მდებარე ჩუქჩუქის სასაზღვრო პუნქტის გავლით ტაჯიკეთის ტერიტორიაზე 17 ავღანელი ჯარისკაცი გადავიდა. „ტაჯიკეთის სასაზღვრო დაცვამ, რომელიც ჰუმანიზმისა და კეთილმეზობლური პრინციპებით ხელმძღვანელობს, ნება დართო ავღანელ ჯარისკაცებს, რომ გადაეკვეთათ საზღვარი და თავისუფლად შემოსულიყვნენ ჩვენს ტერიტორიაზე“, - ნათქვამია ტაჯიკეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ხოვარის“ ცნობაში. ერთი კვირის წინ ტაჯიკეთში გაქცევით უშველა თავს 134-მა ავღანელმა ჯარისკაცმა მას შემდეგ, რაც თალიბებმა მასშტაბური იერიშის შედეგად ხელთ იგდეს ყუნდუზის პროვინციის რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ქალაქი იმამ-საჰიბი. ბრძოლების შედეგად სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ყუნდუზის პროვინციას. სამაშველო სამსახურის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა ჩრდილოეთ ავღანეთში 26 ივნისს განაცხადეს, რომ დაახლოებით 5000 ოჯახი იძულებით გახდა თავისი საცხოვრებელი დაეტოვებინა. ბოლო კვირებში, საზღვარზე გაჩაღებული ბრძოლების შემდეგ, თალიბებმა თავიანთ კონტროლს დაუქვემდებარეს ათეულობით რაიონი, რომლებსაც მანამდე მთავრობის ჯარი აკონტროლებდა. ამის გამო არსებობს საშიშროება, რომ მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერდა დასავლეთი და ავღანეთის უშიშროების ძალები, აშშ-ის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო ძალების ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, რაც 11 სექტემბერს უნდა დასრულდეს, დაემხობა. ...
წყარო

Makuna❤❤

თბილისი
  • 17 საათის წინ

Anita

თბილისი
  • 23 საათის წინ

Lara

თბილისი
  • 7 საათის წინ

Irmako

თბილისი
  • 1 თვის წინ

Annaa

თბილისი
  • 1 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 1 თვის წინ

Likuna8

თბილისი
  • 8 საათის წინ

ანა

ბათუმი
  • 1 საათის წინ
  • 100%

Lizi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Maka88

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nica

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 42 წუთის წინ