ახალგორელი აქტივისტი საქართველოს მთავრობის წევრებთან საუბარს ითხოვს

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვას აპირებს. მეარაყიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ სამოქალაქო აქტივიზმის გამო, 4 წელია იდევნება და დე ფაქტო პრეზიდენტ ბიბილოვის სურვილით, ფორმალურად ბრალდებულია სისხლის სამართლის 3 საქმეზე: „4 წელია არ შემიძლია ვისარგებლო თავისუფალი გადაადგილებით. მთელი ეს წლები რამდენიმე ათეულ სასამართლო სხდომაზე მომიწია დასწრება და პროკურატურაში დაკითხვებზე. საქართველოს ხელისუფლება ერიდება ჩემი პრობლემის წამოწევას. თუ ჩემზე საუბრობს, არის ფორმალური ხასიათის და თავადაც კარგად იციან, რომ მე ეს ვერ დამეხმარება მდგომარეობის შემსუბუქებაში“. три თამარ მეარაყიშვილი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან საუბარს ითხოვს. აქტივისტი წერს, რომ შეხვედრა სურდა სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან, თუმცა, „ერთ წელში მას ამისთვის დრო არ აღმოაჩნდა“ და ყოველ ჯერზე უარი მიიღო. „ვთხოვ, ერთ კვირაში გამონახოს დრო, რომ გავესაუბრო ჩემი პრობლემების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას“. თამარ მეარაყიშვილმა, რომელსაც მიმოსვლის თავისუფლება შეზღუდული აქვს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მთავრობის წევრებთან ონლაინსაუბარი სურს. აქტივისტმა არ დააკონკრეტა, რა ფორმით აპირებს პროტესტის გამოხატვას. ასევე ნახეთ "ახალი გარემოებები" თამარ მეარაყიშვილის სისხლის სამართლის საქმეში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის სისხლისსამართლებრივი დევნა 2017 წელს დაიწყო. თამარ მეარაყიშვილი პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამებასა და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღებაში დაადანაშაულეს. ...
წყარო
  • VIP

Sali

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Natali

თბილისი
  • 7 საათის წინ

Bela

ქუთაისი
  • 1 დღის წინ

Ekyna

თბილისი
  • 16 საათის წინ

Anamaria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata

ქუთაისი
  • 11 დღის წინ

Ninaka

თელავი
  • 2 თვის წინ

Mako rustavi❤

რუსთავი
  • 15 საათის წინ

Anjela

თბილისი
  • 2 თვის წინ