ალეკო ელისაშვილი: ძალიან არ მომეწონა თქვენი გამოსვლა და რატომ – უადგილოდ ოპტიმისტური და საზეიმო იყო

ძალიან არ მომეწონა თქვენი გამოსვლა და რატომ – უადგილოდ ოპტიმისტური და საზეიმო იყო, გადაჭარბებულად საზეიმო იყო,- ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, იმ რეალოაბაში, როდესაც ქვეყანას ჰყავს 550 ათასი სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული ადამიანი, რომელთაგან 180 ათასი ბავშვია, მსგავსად გადაჭარბებულად საზეიმო გამოსვლა მთავრობის მეთაურის მხრიდან წლიური ანგარიშის წარდგენისას „მეტისმეტია“. „ბატონო ირაკლი, რაც შეეხება თქვენს გამოსვლას, კარგსაც ვიტყვი, ცუდსაც, იმიტომ, რომ არანაირი კომპლექსი არ გვაწუხებს ჩვენ, პარტია „მოქალაქეებს“, რომ კარგზე კარგი ვთქვათ, თეთრზე თეთრი და შავზე – შავი. არ მომეწონა, ძალიან არ მომეწონა თქვენი გამოსვლა და რატომ – უადგილოდ ოპტიმისტური და საზეიმო იყო, გადაჭარბებულად საზეიმო იყო, რომ აი, ყველაფერი კარგად არის და კიდევ უფრო მაგრად იქნება რამდენიმე წელშიო. ვისურვებდი რომ ეს ასე იყოს, მაგრამ თქვენც ხომ იმ მოხსენებაში თქვით კონკრეტული რიცხვი, რომ 550 ათასი ადამიანი არის დამოკიდებული სოციალურ შემწეობაზე და აქედან 180 ათასი ბავშვია და ამ რეალობაში, ამ ვითარებაში, ასეთი გადაჭარბებული საზეიმო გამოსვლა, მე ვფიქრობ, მეტისმეტი იყო,“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. მან საქართველოს მთავრობის მეთაური იმისთვისაც გაარიტიკა, რომ მან წლიური ანგარიშის წარდგენისას უფრო მეტი დრო დაუთმო „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ დაუფარავ სიძულვილს, ვიდრე რეალურ პრობლემებზე საუბარს. „იმ დღეს გიყურებდით და დავრწმუნდი, მჯერა რომ არ თამაშობთ, როლში არ ხართ, გულწრფელად გძულთ „ნაციონალური მოძრაობა“, ეს დასკვნა გამოვიტანე. სიმართლე გითხრათ, ბოლო თვეებში პარტია „მოქალაქეებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ურთიერთობიდან გამომდინარე, ჩვენ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, რომ გვძულდეს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ჩვენ აქ არ ვართ არც სიყვარულისთვის, არც სიძულვილისთვის. ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენ აქ ვართ ხალხის სამსახურისთვის და იმ დღეს ჩემი აზრით, თქვენი ბრალი იყო, იმიტომ, რომ თქვენ ხართ სახელმწიფოს მეთაური და პრემიერ-მინისტრი, ზედმეტად ბევრი დრო დაუთმეთ ამ სიძულვილის „პინგ-პონგს“ და ძალიან ცოტა დრო რეალურ პრობლემებსა და მათზე საუბარს,“- განაცხადა ელისაშვილმა....
წყარო

Tatia+ვირტიც

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 6 თვის წინ

Sali

თბილისი
  • 3 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 17 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 15 თვის წინ

Nini❤

თბილისი
  • 2 წუთის წინ

Natali

თბილისი
  • 1 დღის წინ

Maka

თბილისი
  • 7 საათის წინ

Qetiii

ბათუმი
  • 4 თვის წინ

Samira

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 2 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 2 თვის წინ