ტიკარაძე "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციის შესახებ: ყველა მოქალაქეს მიეწოდება მისთვის კუთვნილი ვაქცინა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაციის პროცესში შექმნილი პრობლემის მოგვარების მიზნით პროცესების მართვა „ხელით“ მიმდინარეობს და პრიორიტეტულ ჯგუფად გამოიყო ჯგუფი, რომელთა პირველი დოზით ვაქცინაციიდან გასულია 10-12 კვირა. „ამ ჯგუფში გავაკეთეთ გარკვეული პრიოროტეტების დასახვა, რაც გულისხმობს შემდეგს - რეგისტრირებულები იყვნენ ასევე მოქალაქეები, რომლებსაც ჰქონდათ მეშვიდე, მერვე ან მეცხრე კვირა ვაქცინაციის. ჩვენ მოვახდინეთ ამ მოქალაქეების მანუალური მართვა, რის შედეგადაც ყველა ჩვენს მოქალაქეს მიეწოდება მისთვის კუთვნილი და საჭირო ვაქცინა, რათა ვაქცინაციის პროცესი "ასტრაზენეკათი" იყოს უსაფრთხო“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მისი თქმით, მოქალაქეეები, რომლებიც „ასტრაზენეკათი“ განმეორებითი ვაქცინაციისთვის პირველი ვაქცინაციიდან მეშვიდე, მერვე, მეცხრე კვირას იყვნენ დარეგისტრირებული, აიცრებიან მაშინ, როდესაც ვაქცინაციის მეათე-მეთორმეტე კვირის ფარგლებში გადავლენ. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა ისიც, რომ პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე კოვაქს პლატფორმასთან, იუნისეფის დახმარებით მიმდინარეობს კომუნიკაცია „ასტრაზენეკას“ საქართველოსთვის კუთვნილი 43 000 დოზის მიღების შესახებ. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ვერ დაასახელებს ვაქცინის მიღების ზუსტ დროს. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში პირველი დოზით აცრა მხოლოდ ჩინური ვაქცინა „სინოვაკით“ ხორციელდება. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, ამ დროისთვის ქვეყანაში შეჩერებულია „ასტრაზენეკათი“ აცრა მათთვის, ვისაც ამ ვაქცინის პირველი დოზით აცრა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა აცრა შეეძლებათ იმ პირებს, ვისაც პირველი დოზა გაკეთებული აქვთ და პირველი აცრის გაკეთებიდან გასულია 10-დან 12 კვირამდე დრო. ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ვაქცინას, რომელიც საქართველოს 22 ივნისს უნდა მიეღო, ივლისის პირველ დეკადაში მივიღებთ. საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 9 პაციენტი, გამოვლენილია კორონავირუსის 352 შემთხვევა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 808-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 363 874 შემთხვევა. მათგან 350 466 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 5275 ადამიანი. ...
წყარო

ლილიანა

თბილისი
  • 25 დღის წინ

N.a.t.i

თბილისი
  • 23 დღის წინ

Sofi

თბილისი
  • 3 წუთის წინ

Ancho varketili

თბილისი
  • 4 საათის წინ

Sopi

თბილისი
  • 2 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 2 საათის წინ

N i a

თბილისი
  • 1 საათის წინ

Anka❤maria

თბილისი
  • 7 წუთის წინ

Mari

თბილისი
  • 3 წუთის წინ

Анжелина

თბილისი
  • 17 თვის წინ

Viktorya

ქუთაისი
  • 2 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 14 თვის წინ