ტიკარაძე: „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა ვაქცინა კვირის ბოლოს შემოვა საქართველოში

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კვირის ბოლოს შემოვა ჩინური წარმოების "სინოფარმისა" და "სინოვაკის" ვაქცინების ნახევარ-ნახევარი მილიონი დოზა. ჯამში, მილიონი დოზა ვაქცინა. ეს განცხადება ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში გააკეთა. "შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მილიონი ვაქცინა, ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი „სინოვაკი“ უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს. შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან, შეგვიძლია დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ასევე ნახეთ „ჰუალინგში“ კოვიდვაქცინაციისთვის მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნა მისი თქმით, მწარმოებელთან გარკვეული მოლაპარაკების საფუძველზე არსებული გაუთქმელობის ხელშეკრულობით ვერ ასახელებს, როდის შემოვა საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინა. თუმცა ცნობილია, რომ მილიონზე მეტი "ფაიზერი" შემოვა, იქნება ეტაპობრივი მიწოდება და „საქართველოს ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში პირველი დოზით აცრა მხოლოდ ჩინური ვაქცინა „სინოვაკით“ ხორციელდება. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, ამ დროისთვის ქვეყანაში შეჩერებულია „ასტრაზენეკათი“ აცრა მათთვის, ვისაც ამ ვაქცინის პირველი დოზით აცრა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა აცრა შეეძლებათ იმ პირებს, ვისაც პირველი დოზა გაკეთებული აქვთ და პირველი აცრის გაკეთებიდან გასულია 10-დან 12 კვირამდე დრო. ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ვაქცინას, რომელიც საქართველოს 22 ივნისს უნდა მიეღო, ივლისის პირველ დეკადაში მივიღებთ. ...
წყარო

Marisha

თბილისი
  • საიტზეა

Marita transi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nini varketili

თბილისი
  • 10 საათის წინ

Maka varketili

თბილისი
  • 14 საათის წინ

Teko

რუსთავი
  • 1 თვის წინ

Ekuna varketili

თბილისი
  • 14 საათის წინ

Nia

თბილისი
  • 2 საათის წინ

Niniko

თბილისი
  • 1 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 8 საათის წინ

Nini

ბათუმი
  • 19 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP+

mari mari

თბილისი
  • 4 დღის წინ