ალეკო ელისაშვილი: "ნაციონალურ მოძრაობასთან ლაპარაკი შეუძლებელია. ღმერთო, ღმერთო!"

„პარლამენტის პლენარულ დარბაზში რომ შემოვდივართ, იქ არის აბრა, რომ ეს დარბაზი არის ზვიად გამსახურდიას სახელობის და მოგმართავთ გულწრფელად - ძალიან გთხოვთ, პირველ რიგში, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას და ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რაც რამდენიმე წუთის წინ ისმოდა და იმ საძაგელ მელოდიას ნუღარ გავაგონებთ ერთმანეთს. მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ლაპარაკი შეუძლებელია. ღმერთო, ღმერთო! ამ ხალხის გამოსწორება არ იქნება. გთხოვთ და ადამიანურად მოგმართავთ და კიდევ იგივეს იმეორებთ და აკეთებთ? რა ხალხი ხართ, გამაგებინეთ“, - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ალექსანდრე ელისაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის მიერ სხდომათა დარბაზში რუსეთის სახელმწიფო ჰიმნის გაჟღერების პასუხად. პარლამენტის დარბაზში რუსეთის სახელმწიფო ჰიმნი მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიცია "წუნია კაცს" შეადარა, პრემიერსა და მთავრობას კი მადლობა გადაუხადა. три „რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გამოსვლას, ძალიან არ მომეწონა თქვენი გამოსვლა და რატომ? უადგილოდ ოპტიმისტური და საზეიმო იყო. ვისურვებდი, რომ ეს ასე იყოს, მაგრამ თქვენც ხომ იმ მოხსენებაში კონკრეტული ციფრი თქვით - 550 ათასი ადამიანი დამოკიდებულია სოციალურ შემწეობაზე, აქედან 180 ათასი ბავშვია. კიდევ ერთს ვიტყვი - ბატონო პრემიერ-მინისტრო, გამოსვლისას გადევნებდით თვალს და მჯერა, რომ არ თამაშობთ, გულწრფელად გძულთ "ნაციონალური მოძრაობა". ბოლო თვეების განმავლობაში "მოქალაქეების" და "ნაციონალური მოძრაობის" დამოკიდებულებაში ჩვენ უფრო მეტი მიზეზი გვაქვს, რომ გვძულდეს "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ ჩვენ აქ არც სიყვარულისთვის და არც სიძულვილისთვის ვართ. ჩვენ აქ ხალხის სამსახურისთვის ვართ“, - აღნიშნა ალექსანდრე ელისაშვილმა. ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილმა 2030 წლისთვის თერთმეტი დაპირება გასცა ასევე ნახეთ ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა უახლოეს პერიოდში ხუთი სტრატეგიული დოკუმენტის შექმნას აპირებს ...
წყარო

M i a k o

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 7 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Ekuna varketili

თბილისი
  • 14 საათის წინ

Nuro masaji

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 5 თვის წინ

Likuna8

თბილისი
  • 8 წუთის წინ

Elena

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 17 თვის წინ

Deko

თბილისი
  • 25 დღის წინ

Rita

თბილისი
  • 2 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 5 თვის წინ