ბლინკენი: ვეღარ შენარჩუნდება ვითარება, რომელსაც ქმნის სირიის ციხეებში "ისლამური სახელმწიფოს" 10,000-მდე მეომრის ყოფნა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელმწიფოს" 10,000-მდე მეომრის დაკავება სირიის ბანაკებში ქმნის ვითარებას, რომლის შენარჩუნება შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც 2017 წელს "ისლამური სახელმწიფო" დამარცხებულად გამოცხადდა, მისი მეომრები დაკავებულნი არიან ბანაკებში, რომელთა ადმინისტრირებასაც ახორციელებენ აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედი ქურთების სირიული დემოკრატიული ძალები (SDF). რომში 28 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ბლინკენი გამოვიდა მოწოდებით განახლდეს საერთაშორისო ძალისხმევა ამ ექსტრემისტულ ჯგუფთან საბრძოლველად. აშშ ქვეყნებს მოუწოდებს რეპარტიაცია ან რეაბილიტაცია გაუკეთონ ან გაასამართლონ მათი მოქალაქეები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" რიგებს შეუერთდნენ. "ვითარების შენარჩუნება უბრალოდ შეუძლებელია. ეს დამოუკიდებლად ვეღარ იარსებებს. აშშ კვლავ მოუწოდებს სამშობლო ქვეყნებს, მათ შორის კოალიციურ პარტნიორებს, მიმართონ რეპატრიაციას, რეაბილიტაციას, ან, სადაც ვითარება მოითხოვს, გაასამართლონ თავიანთი მოქალაქეები" - თქვა ბლინკენმა თავის გამოსვლაში. ბლინკენის თქმით, "ისლამური სახელმწიფოს" სრული დამარცხებისთვის საჭიროა იმ საფრთხეებთან გამკლავება, რომელსაც ჯგუფი ერაყის და სირიის მიღმა ქმნის, კონკრეტულად აფრიკაში. "ისლამურმა სახელმწიფომ" 2014 წელს ერაყის და სირიის ტერიტორიების დიდი ნაწილი ჩაიგდო ხელთ, მაგრამ ჯგუფი სამი წლის შემდეგ სამხედრო გზით დაამარცხა აშშ-ის ხელმძღვანელობთ მოქმედმა საერთაშორისო კოალიციამ. მას შემდეგ "ისლამური სახელმწიფო" თავდასხმებს ახორციელებს ჩრდილოეთ ერაყში და სირიის საზღვართან. ბოლო თვეებში ერაყის ხელისუფლებამ 25-ზე მეტ სისხლიან იერიშზე დააკისრა ამ ჯგუფს პასუხისმგებლობა. ...
წყარო

ნიაკო

თბილისი
  • 5 დღის წინ

Natalia

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Vika

თბილისი
  • 6 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 12 თვის წინ

наталья

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nita

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 3 დღის წინ
  • VIP

Ana❤️

თბილისი
  • 11 საათის წინ

Nati

თბილისი
  • 3 დღის წინ

Semiha

თბილისი
  • 1 თვის წინ

Miranda

თბილისი
  • 23 საათის წინ

Sveta

ქუთაისი
  • 1 თვის წინ