ლიეტუვის მინისტრი ბელარუსიდან მიგრანტთა შედინებას უწოდებს "მოგებიან, კარგად ორგანიზებულ" გეგმას

ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრი, აგნე ბილოტაიტე აცხადებს, რომ წელს ბალტიისპირეთში მიგრანტების შედინების უკან იდგნენ ბელარუსის ოფიციალური პირები, და ამ პროცესს "კარგად ორგანიზებულ" გეგმას უწოდებს. პოპულარულ გამოცემა "დელფისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 27 ივნისს გამოქვენდა, ბილოტაიტე ამბობს, რომ მიგრანტები საზღვარზე გადაყვანაში 15,000-მდე დოლარს იხდიან. "ჩვენ ნამდვილად გვაქვს მტკიცებულება, რომ ამ პროცესში ბელარუსი მესაზღვრეები მონაწილეობენ, ეს არის ფაქტი. ესაა ორგანიზებული მოქმედება, გარკვეული სქემა - კარგად ორგანიზებული, დაგეგმილი. ამ საქმეში ბევრი ფულია", - ამბობს მინისტრი. მიმდინარე წელს დააკავეს 550-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ბელარუსიდან უკანონოდ გადადიოდნენ ლიეტუვის ტერიტორიაზე. წლევანდელი მაჩვენებელი შვიდჯერ და მეტჯერ აღემატება მთელი შარშანდელი წლის მონაცემს, თორმეტჯერ - 2019 წლის მონაცემს. ბელარუსიდან ლიეტუვაში გადასულ მიგრანტებს შორის ყველაზე მეტი ერაყის მოქალაქეები არიან, შემდეგ ირანელები, სირიელები და ბელარუსები. მიგრანტთა შედინება ემთხვევა ურთიერთობის დაძაბვას დასავლეთსა და ბელარუსს შორის, მინსკის მიერ მშვიდობიან დემონსტრანტებზე განხორციელებული ზეწოლის გამო. ბალტიისპირეთის სახელმწიფოები მწვავედ აკრიტიკებენ ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მოქმედებებს. ბილოტაიტემ მიგრანტთა ნაკადებში ბელარუსის მთავრობის მონაწილეობას უწოდა ჰიბრიდული ომის ფორმა. ...
წყარო

Irinka

თბილისი
  • 4 დღის წინ

Tati

თბილისი
  • 23 საათის წინ

Nina

თბილისი
  • 3 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 18 თვის წინ

Sopo

თბილისი
  • 14 დღის წინ

Maka88

თბილისი
  • 8 საათის წინ

Likuna8

თბილისი
  • 33 წუთის წინ

თათო

ქუთაისი
  • 2 თვის წინ

Nita

თბილისი
  • 25 დღის წინ

Lizi

თბილისი
  • 14 დღის წინ

Ekuna

თბილისი
  • 15 თვის წინ

Nini varketili

თბილისი
  • 4 საათის წინ