ან უნდა მომისაჯოთ ამ სიგიჟეზე და აბსურდზე, ან ფარდა აეხდება, რომ ძიუდოისტი გავაშელიშვილი არის თქვენს მიერ მოგზავნილი “ზონდერი”

ტყუილად ეგონა ამ იდიოტებით დაკომპლექტებულ რეჟიმს, რომ მე ამნისტიას მივიღებდი და ამით ჩაფარცხავდნენ ამ საქმეს. არა მეგობრებო, ვერაფერს ვერ ჩაფარცხავთ, ან უნდა მომისაჯოთ ამ სიგიჟეზე და აბსურდზე, ან ფარდა აეხდება, რომ ბადრი გავაშელიშვილი არის ჩვეულებრივ თქვენს მიერ მოგზავნილი ,,ჩმორი ზონდერი”, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ბადრი გავაშელიშვილს მოუწევს ინტერვიუს მიცემა და მოყოლა – ვინ დაავალა, როგორ დაავალა და ეს კვალი მივა ივანიშვილამდე და მის ოჯახამდე. ,,მე კანონით მაქვს უფლება ამ სასამართლო პროცესში არ მივიღო მონაწილეობა, მაგრამ სპეციალურად მოვდივარ იმიტომ, რომ ისტორიაში და ცხოვრებაში შეიძლება ასე ხშირად არ გქონდეს შესაძლებლობა აბსურდის თეატრში მიიღო მონაწილეობა, როგორსაც ივანიშვილის დღევანდელი სასამართლო წარმოადგენს. როგორც მე გავიგე დღეს დაზარალებული, ანუ ჩემ მიერ ნაცემი გავაშელიშვილი უნდა მოვიდეს, ძალიან კარგია, ერთი, უნდა ჩავხედო თვალებში „ზონდერს“, მონას და „ჩმორს“, არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს ადამიანი ნოემბერში დარბევაში მონაწილეობდა, თავისუფალი დემონსტრანტების დარბევაში, ის არის „ზონდერი“, რომელიც ხელისუფლების სახელით ასეთ რაღაცებს ჩადის. ტყუილად აქვს იმედი, რომ ასე დამთავრდება, გავაშელიშვილს მოუწევს ინტერვიუს მიცემა და მოყოლა ვინ დაავალა, როგორ დაავალა და ეს კვალი მივა ივანიშვილამდე და მის ოჯახამდე. ასე რომ, გავერთობით, ამ აბსურდის თეატრში მივიღებთ მონაწილეობას. ტყუილად ეგონა ამ იდიოტებით დაკომპლექტებულ რეჟიმს, რომ მე ახლა ამ ამნისტიას მივიღებდი და ამას ჩაფარცხავდით. არა მეგობრებო, ვერაფერს ვერ ჩაფარცხავთ, ან უნდა მომისაჯოთ ამ სიგიჟეზე და აბსურდზე, ან ფარდა აეხდება რომ გავაშელიშვილი არის ჩვეულებრივ თქვენს მიერ მოგზავნილი „ჩმორი ზონდერი”, – განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიტიკოსი გიგი უგულავას სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა საქმეში დაზარალებული ცნობილი ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილის დაკითხვით დაიწყება. აღნიშნული შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. გიგი უგულავასთან ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან....
წყარო

Ella

თბილისი
  • 2 დღის წინ

Elene

თბილისი
  • 5 საათის წინ

Eka varketili

თბილისი
  • 18 საათის წინ
  • VIP

Vika

თბილისი
  • 3 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 1 საათის წინ

Natka

თბილისი
  • 2 საათის წინ

Eka

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Misstress❗

თბილისი
  • 11 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 15 თვის წინ

Виола

თბილისი
  • 10 საათის წინ

Sofi

თბილისი
  • 8 დღის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 2 თვის წინ