„პრაიდის“ კვირეული მიზანშეწონილად არ მიმაჩნია – არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ

„პრაიდის“ კვირეული მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, არსებობენ კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ამასთან, მისივე თქმით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. „ჩვენ წლების წინ მნიშვნელოვანი კანონი მივიღეთ, სადაც ყველა თანასწორუფლებიანია და ყველას აქვს გამოხატვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ზოგადად „პრაიდის“ კვირეულს, მე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ამის გაკეთება, რადგან არსებობენ კონკრეტული ადამიანები და ჯგუფები, რომლებმაც შეიძლება, ეს არასწორად გამოიყენონ, როგორც ერთი მხრიდან, ასევე მეორე მხრიდან. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს და შემთხვევას, რომ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდებოდეთ“,- აღნიშნავს კალაძე. ჟურნალისტის კითხვაზე, ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ხომ არ ანიჭებს ლევან ვასაძისა და ფალავანდიშვილის მომხრეებს, კახა კალაძემ აღნიშნა: „რა შუაშია ფალავანდიშვილი? ვინ ფალავანდიშვილი? ვინც არასწორად იმოქმედებს და კანონს დაარღვევს, ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“. ცნობისთვის, 1-ელიდან 5 ივლისის ჩათვლით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გამართვა იგეგმება. 5 ივლისს კი დაგეგმილია „ღირსების მარშის” გამართვა. „ღირსების მარშის” სლოგანი „გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება....
წყარო

Likuna

თბილისი
  • 8 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 12 თვის წინ

Marisha

თბილისი
  • 1 საათის წინ

Gvanci

თბილისი
  • 7 საათის წინ

Svetlana

თბილისი
  • 11 საათის წინ
  • VIP

Tusi29

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • VIP

Bubu

თბილისი
  • 9 საათის წინ

Tekla

თბილისი
  • 11 საათის წინ

Natali❤️

თბილისი
  • 1 თვის წინ

Viktorya

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 1 თვის წინ

Карамелька

თბილისი
  • 1 დღის წინ