ჩეხეთის რესპუბლიკა რუსეთისგან კომპენსაციას მოითხოვს 2014 წლის აფეთქებაზე

ჩეხეთის რესპუბლიკა მოითხოვს რუსეთმა კომპენსაცია გადაიხადოს 2014 წელს იარაღის საწყობში მომხდარი აფეთქების გამო, რომელშიც პრაღა რუსეთის დაზვერვის აგენტებს სდებს ბრალს. ჩეხეთის მიერ აპრილში გამოთქმულმა ბრალდებამ, რომ მოსკოვი ჩართული იყო აფეთქებაში, ორი ქვეყნის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაძაბა. პრაღამ ქვეყნიდან გააძევა რუსეთის საელჩოს ბევრი თანამშრომელი, ხოლო მოსკოვმა, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, ამას ანალოგიური ნაბიჯებით უპასუხა. აფეთქებები, რომლებსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, მიმდინარე წლამდე ბურუსით მოცული რჩებოდა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 ივნისს გამოაცხადა, რომ ელჩი ალექსანდრ ზმეიევსკი დაიბარა სრული კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარტინ სმოლეკმა ზმეიევსკის გადასცა დიპლომატიური ნოტა, რომელიც "აღძრავს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, საერთაშორისო სამართალთან შესაბამისად, მისი მონაწილეობის გამო 2014 წელს ვრბეტიცეში, იარაღის დეპოში მომხდარ აფეთქებებში". ჩეხეთის მოთხოვნას მოსკოვიდან მყისიერი პასუხი მოჰყვა. "მათ, ვინც ასე იქცევა, გადასახადს მუქარის და შეურაცხყოფის გზით ითხოვს, გამოძიების ან სასამართლოს გარეშე, გამომძალველები ეწოდებათ" - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ "ტელეგრამით". ჩეხეთის მხარემ კონკრეტულად დაასახელა ორი რუსი პირი, რომლებსაც ბრიტანეთიც ადანაშაულებს 2018 წელს ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის ინგლისში მოწამვლაში. ...
წყარო

анастасия

თბილისი
  • 9 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 4 საათის წინ

Tatuli

თბილისი
  • 12 თვის წინ

Ana

თბილისი
  • 3 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 16 თვის წინ

Mari

თბილისი
  • 8 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 2 თვის წინ

Katis

თბილისი
  • 1 თვის წინ

ვიკა

ბათუმი
  • 2 თვის წინ

Annaa

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 1 თვის წინ

Eleniko

თბილისი
  • 5 დღის წინ