ცხოვრება დევნილობაში, პანდემიისას [ვიდეო]

ზუგდიდის სოფელ რუხში, ყოფილი სკოლის ნგრევად შენობაში 9 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ეს შენობა დამხმარე ნაგებობებით, ერთი საუკუნისაა. 1992-93 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, აქ მცხოვრებმა ადამიანებმა აფხაზეთი იძულებით დატოვეს და დღემდე საკუთარ ჭერზე ოცნებობენ. ძველ შენობას არც წყალი მიეწოდება და ნორმალური ცხოვრებისთვის არც რაიმე სხვა პირობა აქვთ. კორონავირუსმა კი მათი ყოველდღიურობა უფრო დაამძიმა. მართალია ეპიდემიოლოგებისგან მუდმივად ისმენენ მოწოდებებს, რომ ხელი ხშირად დაიბანონ, თუმცა დევნილებს ჩასახლებაში ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვა დიდი ძალისხმევის ფასად უწევთ. აქ საპირფარეშოც საერთოა. ჩასახლებიდან მხოლოდ სამი ოჯახი გაიყვანეს, დანარჩენებმა არ იციან რატომ დატოვეს. იძულებით გადაადგილებული პირები 28 წელია ახალ საცხოვრებელ ბინებს ითხოვენ. საკუთარი კერის მოლოდინშია 81 წლის ეთერ გაბუნიაც. წლებია სამინისტროსგან პასუხად იღებს, რომ ამ ეტაპზე განსახლებისთვის არასაკმარისი ქულები აქვს. ორი წლის წინ ქმარი გარდაეცვალა და პრობლემების პირისპირ მარტო დარჩა. "იმას ნატრულობდა, ჩემი საკუთარი სახლი როდის მექნებაო. ვერ მოესწრო. ისე ვიქნები მეც. უარესადაც ცხოვრობს ხალხი, მაგრამ ჩემი საკუთარი სახლი მინდა, სანამ ცოცხალი ვარ. ვთხოვე მთავრობას, მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა. ჩემი მეუღლე ცოცხალი იყო მაშინ, როცა 4 ქულა გვქონდა. ბაბუა, სადმე არ მუშაობდიო, ან არ გიბრძოლიაო? არაო, არ მიბრძოლიაო. 4 ქულა არ გეყოფაო ბაბუა. კი შვილო, რამე იქნება, ან სიკვდილი მალე მოვაო. ასე დავრჩით", - უყვება ეთერ გაბუნია "ლაივპრესს". მარტოდ მცხოვრები მოხუცი ქალი სოციალური შემწეობის და პენსიის იმედად ცხოვრობს. ამ თანხით სესხის ფულსაც იხდის, რომელიც ქმრის გარდაცვალების დღეს აიღო. ფინანსურს, ჯანმრთელობის პრობლემებიც ერთვის. ეთერ გაბუნიას სურვილია, იქნებ 28 წლიანი ლოდინი დასრულდეს და საკუთარ სახლს მოესწროს. "თუ მომცეს, მომცემენ. თუ არადა ვიქნები აქ. დაინგრევა ეს და მეც გავალ მერე ჩემს მეუღლე მურმანთან", - ამბობს დევნილი. იგივე სურვილი აქვთ ნგრევად შენობაში დარჩენილ სხვა ოჯახებსაც. ისინიც უმძიმეს პირობებზე ჩივიან და ხელისუფლებისგან ელიან პასუხს, რატომ და როდემდე უნდა იყვნენ ასე. "მე ვეტერანი ქმარი მყავს. ახლაც სამხედროში მუშაობს. 15 წელია ემსახურება საქართველოს, მაგრამ რატომ, არ ვიცი... ეს არის ჩვენი სამზარეულო. დამპალი ფიცრებით მოვუშენეთ, რომ საწოლი ოთახი და ყველაფერი ერთად არ გვქონოდა", - გვიხსნის დევნილი ქეთო ცობეხია და პლასტმასის სათლისგან დამზადებულ "ონკანს" გვიჩვენებს, რომელსაც ხელის დასაბანად იყენებენ. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა აქვთ. მართალია სიფრთხილით, მაგრამ პანდემიისასაც ინარჩუნებენ ამ კავშირს. ქეთო ცობეხიაც ერთ-ერთი მათგანისგან კორონავი...
წყარო

Qeti

თბილისი
  • 2 დღის წინ

Vika

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Your mistress in a fantasy world

თბილისი
  • 2 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 1 თვის წინ

Lilia

თბილისი
  • 4 დღის წინ

Veri

თბილისი
  • 1 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 53 წუთის წინ

Maka varketili

თბილისი
  • 5 დღის წინ

Teona

ქუთაისი
  • 1 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 2 დღის წინ

Leka

თბილისი
  • 1 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 16 თვის წინ