ავსტრალია აფართოებს შეზღუდვებს, ბრიტანეთი „დელტა“ ვარიანტის გავრცელების მიუხედავად შეზღუდვების გაუქმებას გეგმავს

29 ივნისიდან შეზღუდვები გამოცხადდა ავსტრალიის დამატებით ქალაქებში, კორონავირუსის მუტირებული ვარიანტის, „დელტას“ სწრაფი გავრცელების გამო. ჰონგ-კონგმა აკრძალა დიდ ბრიტანეთში ფრენები იქ ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო. ავსტრალიის ქალაქები, პეტრი და ბრისბენი შეუერთდნენ სიდნეის და დარვინს, რომლებიც უცბად აღმოჩნდნენ იზოლაციაში, რადგან მთავრობა ახალი ვარიანტის გავრცელების შეჩერებას ცდილობს. მართალია, შემთხვევების რაოდენობა იზრდება „დელტას“ გამო, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, საჯიდ ჯავიდმა განაცხადა, რომ ბრიტანეთში ყველა შეზღუდვა მოიხსნება 19 ივლისისთვის. ჯავიდმა უთხრა კანონმდებლებს, რომ მთავრობა ესწრაფვის, მოქალაქეთა ორი მესამედი აცრილი იყოს ამ შეზღუდვების გაუქმების დროისთვის. ბრიტანეთში ბოლო კვირებში გაიზარდა შემთხვევათა რაოდენობა მას მერე, რაც ხელისუფლებამ მკვეთრად შეამცირა შეზღუდვები და შემთხვევათა 95 პროცენტი „დელტას“ ვარიანტზე მოდის. კორონავირუსის ექსპერტები აცხადებენ, რომ „დელტა“ ბევრად უფრო სწრაფად გადამდებია, ვიდრე ადრინდელი ვერსიები, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც ბევრი აიცრა, საავადმყოფოში მოხვედრილთა და გარდაცვლილთა რიცხვი შედარებით შემცირდა. გერმანიაში, სადაც საერთო მაჩვენებელი დაბალია, „დელტას“ მიერ გამოწვეული შემთხვევების რიცხვი ბოლო კვირაში გაორმაგდა და 36 პროცენტს აღწევს. 28 ივნისიდან იტალიაში გაუქმდა ღია სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულება. ...
წყარო

Likyna

თბილისი
  • 6 წუთის წინ

Irmako

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 3 დღის წინ

Mary

თბილისი
  • 11 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 13 თვის წინ

Mariami

თბილისი
  • 5 დღის წინ

Likuna8

თბილისი
  • 1 საათის წინ

Elena

თბილისი
  • 51 წუთის წინ

Irinkaa

თბილისი
  • 19 საათის წინ

Bela

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Mari

თბილისი
  • 4 საათის წინ

Niniko

თბილისი
  • 1 დღის წინ