ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა ისტორიული ვიზიტით

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა ვიზიტით. ისტორიაში ეს ისრაელის მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საამიროებში. მხარეებმა შარშან აშშ-ის შუამავლობით დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები. მოლაპარაკებებზე აბუ-დაბიში, სხვათა შორის, განიხილავენ ირანთან დაკავშირებულ შიშებს. ორივე ქვეყანა იზიარებს მოსაზრებას, რომ თეირანის პოლიტიკა მუქარას უქმნის ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებას. პოზიციების თანხვედრა იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ხელი შეუწყო ურთიერთობების მოგვარებას ისრაელსა და სპარსეთის ყურის ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანას შორის. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აბუ-დაბიში საელჩოსა და დუბაიში საკონსულოს გახსნას, ასევე ის დუბაიში გახსნის ისრაელის პავილიონს EXPO-ს მომავალი გამოფენისთვის. ლაპიდი, რომელიც ცენტრისტული პარტიის ლიდერია, ახლახან გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი, მას მერე, რაც ისრაელში ხელისუფლების სათავეში მოვიდა კოალიციური მთავრობა, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობა კი გადადგა. ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეთანხმების მიხედვით, ლაპიდი ორი წლის შემდეგ უხელმძღვანელებს მთავრობას. ნეთანიაჰუს სურდა მოენახულებინა არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაგრამ ვერ მოასწრო. ...
წყარო

Eka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina transi

თბილისი
  • 1 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nini

ქუთაისი
  • 1 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 18 საათის წინ

ნიაკო

თბილისი
  • 11 დღის წინ

Elena

ქუთაისი
  • 2 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 3 საათის წინ

Anna

თბილისი
  • 1 თვის წინ

Maka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 10 საათის წინ

Taso

თბილისი
  • 3 საათის წინ